Thursday, June 7, 2012

C-300B


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს კლასიფიკაციით 9K81
ნატოს კლასიფიკაციით SA-12 Gladiator/Giant





C-300B-ს კომპლექსი ჩაფიქრებული იყო როგორც სახმელეთო ჯარების ჰსთ-ის ფრონტისპირა რგოლის ერთ-ერთი ელემენტი. მუშაობის დაწყებისათვის კონცერნ „Антей“-ს (გენერალური კონსტრუქტორი ვ.ეფრემოვი) უკვე ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება  სახმელეთო ჯარები­სათვის მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შექმნის საკითხებში 2K11 „Круг“-ის სახით. C-300B-ს მთავარ კონსტრუქტორად ვ. ეპიფანოვი დაინიშნა.
მრავალარხიანი მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემა (შემდგომში - სსს) C-300В-ის დანიშნულებაა დღე-ღამის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში საჯარისო შენაერთების, ფრონტისპირა მნიშვნე­ლოვანი ობიექტების, ადმინისტრაციული თუ სამრეწველო ცენტრების დაცვა მოწინააღმდეგის საჯარისო, ტაქტიკური თუ სტრატეგიული ავიაციის, ასევე ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშ­ნულების ფრთოსანი თუ ბალისტიკური სარაკე­ტო იერიშისგან.






საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-300B-ს შემადგენლობა:
  • სამეთაურო პუნქტი 9C457
  • წრიული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური  9С15МОбзор-3
  • სექტორული სკანირების რადიოლოკაციური სადგური  9С19М2Имбирь
  •  4 ერთეული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი/ბატარეა
o   რაკეტების გამიზვნის მრავალარხიანი სადგური 9C32
o   გამშვები დანადგარები 9A82 და 9A83 (9M82 და 9M83 ტიპის რაკეტებით)
          •  ჯამური რაოდენობა მაქს 6 ერთეული
o   დამტენ-გამშვები დანადგარი 9A84 და 9A85 (9M82 და 9M83 ტიპის რაკეტებით)
          •  ჯამური რაოდენობა მაქს 6 ერთეული
    • ტექნიკური საშუალებები

გამშვებ დანადგარებს (9A82 და 9A83) შორის არჩევანის გაკეთება (შესაბამისად გამოყე­ნებული რაკეტის ტიპების 9M82 და 9M83 შერჩევაც) ხდება უშუალოდ ვითარებიდან გამომდი­ნარე, საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-300B-ს სრული საბრძოლო კომპლექტი შეიძლება ვარირებდეს 96-192 ერთეულ რაკეტას შორის.

როგორც წესი სტანდარტული კომპლექტაციის დროს ბატარეის შემადგენლობაში შედის:
·         2-2 ერთეული გამშვები 9A82 და დამტენ-გამშვები 9A84
o   ჯამში 8 ერთეული 9M82 რაკეტით
·         4-4 ერთეული გამშვები 9A83 და დამტენ-გამშვები 9A85
o   ჯამში 32 ერთეული 9M83 რაკეტით

შესაბამისად საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-300B-ს სრული საბრძოლო კომპლექტი სტანდარტული კომპლექტაციისას შეადგენს:
·         8-8 ერთეული გამშვები 9A82 და დამტენ-გამშვები 9A84
o   ჯამში 32 ერთეული 9M82 რაკეტით
·         16-16 ერთეული გამშვები 9A83 და დამტენ-გამშვები 9A85
o   ჯამში 128 ერთეული 9M83 რაკეტით




სისტემის შემადგენელი ელემენტების დახასიათება


სამეთაურო პუნქტი 9C457


სამეთაურო პუნქტის გათვლა 7 ადამიანი, მათ შორის 3 ოპერატორი უზრუნველყოფს დაქვემდებარებული ბატარეების მართვას


სამეთაურო პუნქტი 9C457 უზრუნველყოფს:
·                     სისტემის საბრძოლო საშუალებების მართვას
·                     საჰაერო მდგომარეობის შეფასებას
·                     ზემდგომ საკომანდო პუნქტთან კავშირს და ურთიერთქმედებას
·                     70-მდე საჰაერო სამიზნის მოძრაობის ტრასის აგებას და გაცილებას
·     მათგან 24-ის შესახებ ინფორმაციის ავტომატურ განაწილებას დაქვემდებარებული ბატარეების გამიზვნის სადგურებზე 3 წამის განმავლობაში

მუშაობის რეჟიმები:
·         რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა - აღნიშნულ რეჟიმში სამეთაურო პუნქტი უზრუნველყოფს
o   სექტორული სკანირების რადიოლოკაციური სადგურებისათვის მუშაობის სექტორის განსაზღვრას:
- ბალისტიკური და აეროდინამიკული სამიზნეების აღმოსაჩენად
- მოწინააღმდეგის მიერ რადიოელექტრონული ბრძოლის დაყენების მიმართულებას აღნიშნული ხარვეზების წყაროს აღმოსაჩენად
o სექტორული სკანირების რადიოლოკაციური სადგურის მიერ აღმოჩენილი MGM-31 Pershing-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების და SRAM ტიპის საავიაციო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების იერიშისგან დაცვის ორგანიზებას
o   წრიული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგურისა და რაკეტების გამიზვნის მრავალარხიანი სადგურების მართვას
o   სამიზნეების ავტომატურ განაწილებას ბატარეებზე

·         საჰაერო სამიზნეებისგან თავდაცვა - აღნიშნულ რეჟიმში სამეთაურო პუნქტი უზრუნველყოფს
o   ზემდგომი საკომანდო პუნქტის, წრიული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგურის და დაქვემდებარებული ბატარეების რაკეტების გამიზვნის მრავალარხიანი სადგურებისგან ინფორმაციის მიღება/დამუშავებას 200-მდე საჰაერო სამიზნის შესახებ
o   მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 70-მდე ტრასის აგებას და გაცილებას
o   დაქვემდებარებული 4 ერთეული ბატარეის მართვას (თითოეულისთვის 6 სამიზნე არხის გამოყოფით)
o   სამიზნეების კლასის განსაზღვრას და პრიორიტეტიზაციას ბატარეებზე გადანასაწილებლად




წრიული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური  9С15М “Обзор-3”




სანტიმეტრულ დიაპაზონში მოქმედ კოჰერენტულ-იმპულსურ წრიული აღმოჩენის რადიოლოკაციურ სადგურ  9С15М “Обзор-3”-ს გააჩნია:
·         სიხშირეების მყისიერი შეცვლის უნარი
·         რადიოსხივის (1.5x1.50) პროგრამულ-ელექტრონული მართვა
·         ანტენის ელექტრო-ჰიდრავლიკური ბრუნვა

9С15М “Обзор-3”-ს გააჩნია სამიზნეების აღმოჩენის 2 ძირითადი რეჟიმი:
1.      დამზერის კუთხე შეადგენს 450, ინსტრუმენტალური მანძილი 330კმ, 3600-ზე შემობრუნების სრული ცილკი 12წმ. ავიაგამანადგურებლის აღმოჩენა შესაძლებელია 240კმ მანძილზე 0,5 ალბათობით
2.      დამზერის კუთხე შეადგენს  200, ინსტრუმენტალური მანძილი 150კმ, 360 გრადუსზე შემობრუნების სრული ცილკი 6წმ. აღნიშნულ რეჟიმში გათვალისწინებულია რაკეტსაშიშ მიმართულებაზე (1200 სექტორი) ანტენის ბრუნვის სიჩქარის შენელების ფუქნცია და დამზრეის კუთხის 550  გაზრდა. ინფორმაციის განახლების ტემპი 9 წმ, ავიაგამანადგურებლის აღმოჩენა მაღალი ალპათობით შესაძლებელია მთელ ინსტრუმენტალურ მანძილზე, SCUD და LANCE ტიპის ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა დადგენილი პარამეტრებით შესაძლებელია შესაბამისად 115 და 95კმ მანძილზე.

კონკრეტულ საშიშ მიმართულებებზე რადიოლოკატორის პოტენციალის გასაზრდელად და აქტიური, პასიური თუ კომბინირებული ხარვეზებისგან თავდასაცავად, გათვალისწინებულია ანტენის ბრუნვის სიჩქარის შენელების დამატებით 4 პროგრამა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ზემოთნახსნებ ორ ძირითად რეჟიმებზე. აღნიშნული პროგრამების გამოყენების დროს, ინფორმაციის განახლების დრო 300 სექტორის სკანირებისას 6წმ-ით იზრდება.

რადიოლოკატორის მედეგობა ხარვეზების მიმართ განისაზღვრება სპეციალური ღონისძიებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ:
  • სამიზნეთა სელექციას არეკლილი რადიოსხვის მახასიათებლების მიხედვით
  • ხელოვნური და ბუნებრივი ხარვეზების გამოყოფას
  • დამზერის კონკრეტული მიმართულებების ცალკეული სეგმენტების ბლოკირებას იმ სექტორებში, სადაც შეინიშნება ადგილობრივი (ბუნებრივი) საგნებისგან და მეტეოწარმონაქმნებისგან არეკლილი რადიოსიგნალების მაღალი ინტენსივობა, მონაცემთა ავტომატურ გაცხრილვას
  • აქტიური ხარვეზების დამდგმელი თვითმფრინავების კუთხური კოორდინატების განსაზღვრას და საკომანდო პუნქტზე ინფორმაციის მიწოდებას

დამზერის სრული ციკლის პერიოდში (ანტენის ერთი სრული შემობრუნება 3600) რადიოლოკატორი ინფორმაციის ავტომატურად მოხსნის რეჟიმში 250-მდე წერტილს გამოყოფს, საიდანაც შესაძლებელია სამიზნეების რაოდენობა 200-მდე იყოს.

სამიზნის კოორდინატების შეფასებისას საშუალოკვადრატული ცდომილება შეადგენს:
·         მანძილში - <250მ
·         დამზერის კუთხე <35’
·         აზიმუტი - <30’

გარჩევისუნარიანობა არანაკლებ 400მ მანძილი და 1,50 დამზერის კუთხის მიხედვით
საბრძოლო გათვლა 4 კაცი



სექტორული სკანირების რადიოლოკაციური სადგური  9С19М2 “Имбирь

სექტორული სკანირების რადიოლოკაციური სადგური წარმოადგენს მაღალი ენერგეტიკული პოტენციალის მქონე სანტიმეტრულ დიაპაზონში მოქმედ სამკოორდინატიან კოჰერენტულ-იმპულსურ რადიოლოკატორს რადიოსხივის ელექტრონული მართვით.
ორ სიბრტყეში ელექტრონულად მართვადი რადიოსხივი საშუალებას იძლევა სწრაფად მოახდინოს დამზერის სექტორების სწრაფი ანალიზი, რომლის დროსაც მიიღწევა აღმოჩენილი სწრაფად მფრენი სამიზნის რადიოსხივით "მოკითხვის" მაღალი ტემპი (1-2 წმ-იანი ინტერვალებით).
სადგურის ანტენის მიერ გენერირებული ვიწრო (დაახლოებით 0.50რადიოსხივი წრფივი-სიხშირული მოდულაციითა და შეკუმშვის მაღალი კოეფიციენტით უზრუნველყოფდა იმპულსების მცირე მოცულობას, რომელიც თავის მხრივ ქარის სიჩქარის ავტომატურის კომპენსირების სქემისა და ელექტრონული სკანირებასთან ერთად უზრუნველყოფდა აღნიშნული რადიოლოკაციური სადგურის მაღალ მედეგობას პასიური ხარვეზების მიმართ.
მეორეს მხრივ მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი, რადიოსხივის ელექტრონული სკანირებასთან და მიღებული ინფორმაციის ციფრულ დამუშავებასთან ერთად უზრუნვეყოფდა სადგურის მაღალ მედეგობას აქტიური ხარვეზების მიმართ.

სექტორული სკანირების სადგურში გამოყენებულია სივრცის დამზერის რამდენიმე რეჟიმი:

პირველ რეჟიმში უზრუნველყოფილია MGM-31 Pershing-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო ნაწილის აღმოჩენა და გაცილებაზე აყვანა. აღნიშნულ რეჟიმში სივრცის სკანირების არეალია
    • აზიმუტი +/- 450
    • დამზერის კუთხე 26-750
    • დამზერის მანძილი 75-175კმ 
      • აღნიშნული არეალის სკანირების დრო, ორი სამიზნის მოძრაობის ტრასების გაცილების გათვალისწინებით, შეადგენდა 12.5-14 წმ-ს
      • სამიზნეთა მოძრაობის კოორდინატები და პარამეტრები საკომანდო პუქნტზე გადაიცემა ყოველ წამში ერთხელ!
მეორე რეჟიმში უზრუნველყოფილია SRAM-ის ტიპის საავიაციო ბაზირების ბალისტიკური რაკეტისა და ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო ნაწილის აღმოჩენა და გაცილებაზე აყვანა. აღნიშნულ რეჟიმში სივრცის სკანირების არეალია
    • აზიმუტი +/- 300
    • დამზერის კუთხე 9-500
    • დამზერის მანძილი 20-175 კმ
მესამე რეჟიმში უზრუნველყოფილია აეროდინამიკული სამიზნეების აღმოჩენა და გაცილებაზე აყვანა, ასევე ხარვეზების დამდგმელი საჰაერო ბორტის პელენგაცია (შესაძლებლობის მიხედვით მანძილის დადგენაც) 100კმ მანძილზე.  აღნიშნულ რეჟიმში სივრცის სკანირების არეალია
    • აზიმუტი +/- 300
    • დამზერის კუთხე 0-500
    • დამზერის მანძილი 20-175კმ
      • სექტორის მიმართულების განსაზღვრა ხდება საკომანდო პუნქტიდან ტელეკოდური კავშირის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანდა სადგურის ოპერატორის გადაწყვეტილების საფუძველზე 

დადგენილი სექტორის რეგულარული სკანირებისას, უზრუნველყოფილია საკომანდო პუქნტიდან მიღებული მიზანჩვენების საფუძველზე სკანირების ავტომატურ რეჟიმში შეწყვეტა და მიღებული მიზანჩვენების დამუშავება, რომლის დასრულების შემდეგ რეგულარული სკანირების ავტომატურად განახლება.
ინფორმაციის განახლების ტემპი დამოკიდებულია დასამზერი არეალის სიდიდესა და არსებული ხარვეზების მაჩვენებლებზე და შეიძლება იცვლებოდეს 0.3-16 წმ დიაპაზონში. სამიზნის კოორდინატების გადაცემა ავტომატურ რეჟიმში ხდება საკომანდო პუნქტზე. სამიზნის კოორდინატების დადგენის საშუალოკვადრატული ცდომილება შეადგენს

  • მანძილი < 70მ
  • აზიმუტი < 15'
  • დამზერის კუთხე < 12'  

საბრძოლო გათვლა 4 კაცი.





რაკეტების გამიზვნის მრავალარხიანი სადგური 9C32


სადგურის დანიშნულებაა:

* მუშაობის ავტონომიურ რეჟიმში და ზემდგომი საკომანდო პუნქტიდან მიღებული მიზანჩვენების საფუძველზე აეროდინამიკული და ბალისტიკური რაკეტების ძებნა, აღმოჩენა, გაცილებაზე აყვანა
*   სამიზნის კოორდინატების შესახებ ინფორმაციის გენერირება და  გამშვებ დანადგარებზე გადაცემა ამ უკანასკნელის მიერ რაკეტების გამიზვნისათვის
*   საცეცხლე საშუალებების (გამშვები და დამტენ-გამშვები დანადგარების) მართვა როგორც ცენტრალიზებულად ზემდგომი საკომანდო პუნქტის მეშვეობით, ისე ავტონომიურად

რაკეტების გამიზვნის მრავალრახიან სადგურს შეუძლია :
  • განსაზღვრულ სექტორში სამიზნეთა ძებნის პარალელურად 12-მდე საჰაერო სამიზნის ავტომატურ გაცილებაზე აყვანა
  • ყველა საცეცხლე დანადგარის ერთდროულად მართვა - 6 სამიზნეზე 12 რაკეტის გამიზვნისათვის საჭირო  ინფორმაციით უზრუნველყოფა  

უნდა აღინიშნოს, რომ  რაკეტების გამიზვნის მრავალრახიანი სადგური 
  • არ ახდენს უშუალოდ რაკეტებზე გადასაცემი ბრძანებების გენერირებას
  • არ გადასცემს ასეთ ბრძანებებს უშუალოდ რაკეტებზე
  • არ ახდენს რაკეტის ნახევრად-აქტიური რადიოლოკაციური თავაკისათვის სამიზნის უწყვეტ რეჟიმში დამზერას
ყველა აღნიშნული ფუნქცია დელეგირებულია უშუალოდ გამშვებ დანადგარზე

ისევე როგორც  9С19М2, 9C32-ც მაღალი ენერგეტიკული პოტენციალის მქონე სანტიმეტრულ დიაპაზონში მოქმედ სამკოორდინატიანი კოჰე-რენტულ-იმპულსურ რადიოლოკატორია რადიოსხივის ელექტრო-ნული მართვით.

სადგური მუშაობს 2 ძირითად რეჟიმში
* ავტონომიურად +/-300 აზიმუტი და დამზერის კუთხე 0-180
*  ცენტრალიზებულად საკომანდო პუნქტიდან მიღებული მიზანჩვენების საფუძველზე - აზიმუტი 50 , დამზერის კუთხე 60  


ავტონომიურ რეჟიმში მუშაობისას გამანადგურებლის კლასის სამიზნის აღმოჩენა შესაძლებელი იყო 140კმ მანძილზე.

ცენტრალიზებული მუშაობის რეჟიმისას სამიზნეთა აღმოჩენის პარამეტრები იყო 
  • 5კმ სიმაღლეზე მფრენი გამანადგურებელი - 150კმ მანძილზე 
  • SCUD-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა - 90 კმ
  • LANCE - 60კმ
  • Pershing - 140კმ
  • SRAM - 80კმ
სამიზნის აღმოჩენიდან ავტომატურ გაცილებაზე გადასვლას 5-11წმ სჭირდებოდა

გარჩევისუნარიანობა:
  • მანძილი -  100მ
  • აზიმუტი - 1'
  • დამზერის კუთხე - 1'
  • სიჩქარე - 5მ/წმ
საბრძოლო გათვლა - 6 კაცი




გამშვები დანადგარები 9A83



დანიშნულება:
* სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერების საშუალებით 4 ერთეული  9M83 ტიპის რაკეტის ტრანსპორტირება და შენახვა
* რაკეტების გასროლისწინა მომზადება და გასროლის უზრუნველყოფა, როგორც უშუალოდ გამშვები დანადგარიდან, ასევე დაქვემდებარებული 9A85 გამშვებ-დამტენი დანადგარიდან 
* გასროლის შემდეგ 9M83 რაკეტის ინერციულ რეჟიმში ფრენისათვის საჭირო რადიოკორექციის ბრძანებების გამომუშავება და რაკეტაზე გადაცემა
* სამიზნის უწყვეტ რეჟიმში (continuous wave illumination - непрерыврная подсветка цели) დამზერა (უშუალოდ გამშვებზე არსებული ანტენით), რათა უზრუნველყოფილ იქნას რაკეტაზე განთავსებული ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური თავაკის მუშაობა

ამრიგად, აღნიშნულ გამშვებ დანადგარებს ტრადიციულ ამოცანებთან ერთად, როგორიცაა რაკეტების ტრანსპორტირება და გასროლა), დამატებით შეთავსებული ჰქონდათ ისეთი ფუქნციები, როგორსაც სხვა კომპლექსებში რაკეტების გამიზვნისა და სამიზნის დამზერის სადგურები ასრულებდნენ; რისთვისაც გამშვებ დანადგარზე დამატებით დამონტაჟებულია რადიოლოკატორი და გამომთვლელი აპარატურა.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ გამშვები დანადგარი რაკეტების გამიზვნის ამოცანის შესასრულებლად იყენებს რაკეტების გამიზვნის მრავალარხიანი სადგურის მიერ (9C32) მიწოდებულ ინფორმაციას სამიზნის კინემატიკული პარამეტრების შესახებ.

აღნიშნული სადგურიდან ტელეკოდური რადიოკავშირის საშუალებით მიღებული მიზანჩვენების საფუძველზე გამშვები დანადგარი უზრუნველყოფს:
*   რაკეტების გასროლისწინა მომზადებას
* გამშვებ დანადგარზე მოთავსებული სამიზნის დამზერის ანტენის მიმართვას სამიზნისაკენ
* სამიზნის საცეცხლე ზონაში შემოსვლისათვის საჭირო და ზონაში  ყოფნის სავარაუდო დროის შესახებ ინფორმაციის მომზადებას და ცეცხლის გახსნის ინდიკატორებზე ასახვას 
* სამიზნის განადგურების შესახებ დასმული ამოცანის შესრულებისათვის აუცილებელი პარამეტრების გადაცემას 9C32-ზე
* რაკეტების გაშვებას სამიზნის მიმართულებით
* 9C32-ზე რაკეტის ნახევრადაქტიური თვითდამიზნების თავაკისათვის ხარვეზების ფონის შესახებ ინფორმაციის გადაცემას
* გამშვებ დანადგარზე არსებული სამიზნის დამზერის ლოკატორისა და რაკეტაზე რადიოკორექციის ბრძანებების გადამცემი სისტემის ჩართვას

გამშვები დანადგარს ერთდროულად შეუძლია 2 რაკეტის გასროლისწინა მომზადება და  1-2 წამის ინტერვალით ცეცხლის გახსნა.

რაკეტების გასროლისწინა მომზადების პერიოდი არ აღემატება 15წმ-ს.

გამშვებ დანადგარს (კაბელების საშუალებით წინასწარ დაკავშირების შემთხვევაში) შეუძლია გამშვებ-დამტენი დანადგარიდან უზრუნველყოს ცეცხლის გახსნა, რომლის დრო ასევე 15წმ-ია.

გამშვები დანადგარის საბრძოლო გათვლა 3 კაცი


გამშვები დანადგარი 9A83 - წინხედი



გამშვები დანადგარის უკანა ნაწილში (რაკეტების ქვემოთ) მოჩანს სამიზნის უწყვეტ რეჟიმში დამზერი რადიოლოკატორის მდებარეობა გადაადგილების დროს
 


გამშვები დანადგარის სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანის პროცესი - მოჩანს როგორ ხდება სამიზნის უწყვეტ რეჟიმში დამზერი რადიოლოკატორის ვერტიკალურ მდგომარეობაში გადაყვანა



სამიზნის დამზერის ანტენის მდებარეობა არ არის სტატიკური და იგი შეიძლება ბრუნავდეს როგორც წრიულად, ასევე დამზერის კუთხის მიხედვით.
შესაბამისად საცეცხლე ზონა პრაქტიკულად შეუზღუდავია აზიმუტის და დამზერის კუთხით მიხედვით












გამშვები დანადგარები 9A82


გამშვები დანადგარი 9A82 განსაზღვრულია სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერების საშუალებით ტრანსპორტირება გაუკეთოს 2 ერთეულ 9M82 ტიპის რაკეტას, ასევე 9A83-ის მსგავსად შეასრულოს ანალოგიური ფუქნციები და ამოცანები.


9A83-სგან განსხვავებით,  9A82-ის სამიზნის უწყვეტ რეჟიმში დამზერის ლოკატორის ანძა საბრძოლო მდგომარეობაში არ  იღებს რაკეტების პარალელურ ვერტიკალურ მდგომარეობას. შესაბამისად 9A82-იდან ცეცხლის გახსნა შესაძლებელი მხოლოდ  გამშვები დანადგარის "წინა ნახევარსფეროში"







საბრძოლო მდგომარეობაში -  მარცხნივ 9A83, მარჯვნივ 9A82





C-300B-ს მუშაობის აღწერილობა

საზენიტო მართვადი რაკეტის გასროლა წარმოებს ვერტიკალურად განლაგებული სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერიდან ამავე კონტეინტერში განთავსებული დენთის აკუმულატორის წვის პროდუქტების მიერ წარმოქმნილი წნევის ზემოქმედებით. კონტეინერის დატოვების შემდეგ იმპულსური ძრავების საშუალებით ხდება  რაკეტის საჭირო კუთხით  მიმართვა. აღნიშნული პროცესი ძრავის პირველი საფეხურის მუშაობის დასრულების მომენტისათვის სრულდება. შორ მანძილებზე სროლის დროს, სამარშო ძრავის ჩართვა პირველი საფეხურის მუშაობის დასრულებიდან 20წმ-იანი დაგვიანებით ხორციელდება.


რაკეტის მართვის ორი შესაძლო სცენარი არსებობს:
1. ფრენის საწყის და შუალედურ ფაზებში ინერციული ნავიგაციის სისტემის მიერ პოპორციული მიახლოების მეთოდის გამოყენებით და სამიზნესთან შეხვედრამდე 10წმ-ით ადრე თვითდამიზნებაზე გადასვლით 
2.  ფრენის საწყის და შუალედურ ფაზებში საკომანდო-ინერციული მართვით და  სამიზნესთან შეხვედრამდე 3წმ-ით ადრე  თვითდამიზნებაზე გადასვლით


მეორე მეთოდის გამოყენება ხდება, როდესაც მოწინააღმდეგე სამიზნის დასაცავად ქმნის მოპასუხე ხარვეზების მძლავრ ფონს.

რაკეტის ბორტზე განთავსებულ გამომთვლელ მოწყობილობაში ფრენის პარამეტრების შეყვანა ხდება გამშვები დანადგარის სპეციალური ელ-გამომთვლელი სისტემის მიერ და ფრენის განმავლობაში შეიძლება დაკორექტირდეს რადიობრძანებებით, რომელთა რაკეტაზე გადაცემას  გამშვები დანადგარის ბორტზე არსებული გადამცემი მოწყობილობა უზრუნველყოფს.

თუ სამიზნეს რაკეტის გამიზვნის მრავალარხიანი სისტემის მიერ დაფიქსირებული აქტიური ხარვეზების დამდგმელი საჰაერო აპარატი წარმოადგენს, მაშინ ფრენის დავალების განსაზღვისას ხდება ისეთი პარამეტრების შეყვანა რაკეტაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ 9M82 ტიპის რაკეტის მიერ 100კმ-ით დაშორებული სამიზნის დაზიანებას.

სამიზნესთან შეხვედრამდე 0.5-2წმ-ით ადრე რაკეტის ბორტზე გამომუშავდება შესაბამისი ბრძანებები, რომლებიც უზრუნველყოფენ რაკეტის "მობრუნებას", რათა უზრუნველყოფილ იქნას საბრძოლო ქობინის აფეთქებისას წარმოქმნილი ნამსხვრევების მიმართული  ტალღის მიერ სამიზნის დაზიანების მაქსიმალურად ეფექტურობა.

სამიზნესთან შეხვედრამდე 0,3წმ-ით ადრე ირთვება რაკეტის უკონტაქტო ამფეთქი, რომელიც აკეთებეს რაკეტის საბრძოლო ნაწილის აფეთქების ბრძანების ინიცირებას.




სისტემის ავტონომიურ რეჟიმში მოქმედებისას, როდესაც მოსალოდნელია მოწინააღმდეგის ავიაციისა და SCUD-ის თუ LANCE-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების შემოტევა, სისტემის წრიული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური ახდენს სივრცის სკანირებას და აღმოჩენილი სამიზნეების შესახებ მიღებულ ინფორმაციას გადასცემს საკომანდო პუნქტს, რომელიც თავის მხრივს  9С15МОбзор-3”-ის მუშაობის რეჟიმებს განსაზღვრავს.


სამიზნეების შესახებ მიღებული ინფომაციის საფუძველზე საკომანდო პუნქტი ახდენს:
  • სამიზნეთა კლასიფიცირებას,
  • სამიზნეთა მოძრაობის ტრასების აგებას და საშიშროებიდან გამომდინარე პრიორიტეების მინიჭებას 
  • დაქვემდებარებულ ბატარეებზე (მათი საბრძოლო მზადყოფნიდან და არსებული ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარებიდან გამომდინარე) სამიზნეების განაწილებას 
  • რაკეტების გამიზვნის მრავალარხიან სადგურზე მიზანჩვენების მიცემას

საკომანდო პუნქტიდან მიღებული მიზანჩვენების საფუძველზე რაკეტების გამიზვნის მრავალარხიანი სადგური  9C32 ახდენს მიკუთვნებული სამიზნეების ძებნას, აღმოჩენას, ჩაჭერას და ავტოგაცილებაზე აყვანას. ავტოგაცილებაზე აყვანის შემდეგ ხდება სამიზნის კოორდინატების საკომანდო პუნქტზე გადაცემა, სადაც ხდება მიღებული მონაცემების შედარება მანამდე აგებული ტრასების პარამეტრებთან.


საკომანდო პუქნტიდან მიღებული მიზანჩვენება შეიძლება იყოს ნიშანი, რომ აღნიშნულ სამიზნეს გააჩნია პრიორიტეტის მაღალი დონე და ის პირველ რიგში უნდა იქნას განადგურებული.

საკომანდო პუნქტს შეუძლია 9C32-ს განუსაზღვროს სექტორი (აზიმუტი 600  და დამზერის კუთხე 1,40 ), რომელშიც 9C32-მა ავტონომიურად უნდა მოახდინოს დაბლამფრენი სამიზნეების ძებნა. აღნიშნულ სექტორში სამიზნის აღმოჩენისთანავე კოორდინატები ასევე გადაეცემა საკომანდო პუნქტს.

9C32-ს მიერ სამიზნის ჩაჭერისთანავე, ბატარეის მეთაური განსაზღრავს თუ რომელმა 9A83 გამშვებმა დანადგარმა უნდა გახსნას ცეცხლი. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, ირთვება გამშვებზე არსებული სამიზნის დამზერის ანტენა. გამშვებზე სამიზნის მდებარეობის კოორდინატების შესახებ ინფორმაციას გადაცემა ხდება 9C32-დან. 

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამშვები დანადგარის გამომთვლელი აპარატურა განსაზღვრავს:
  • სამიზნის დამზერის ანტენის საჭირო მდებარეობას (აზიმუტი და დამზერი კუთხე), რომელიც ოპტიმალური იქნება სამიზნის აღმოსაჩენად
  • რაკეტისა და სამიზნის ტრაექტორიების გადაკვეთის წერტილის კოორდინატებს
  • სამიზნის საცეცხლე ზონაში შემოსასვლელად საჭირო დროს
  • სამიზნის საცეცხლე ზონიდან გასვლისთვის საჭირო დროს
  • რაკეტის ფრენის პარამეტრებს
რაკეტების გამიზვნის მრავალარხიანი სადგურიდან ხდება 1 ან 2 რაკეტის გასროლისწინა მომზადების შესახებ ბრძანებების გაცემა გამშვებ დანადგარზე.

რაკეტისა და სამიზნის ტრაექტორიის გადაკვეთის წერტილის გამშვები დანადგარის საცეცხლე ზონაში არსებობის შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება ცეცხლის გახსნის შესახებ. ამ დროს რაკეტაში ჩაიტვირთება ფრენის პარამეტრები და რაკეტა ტოვებს კონტეინერს.
რაკეტის გაშვების შესახებ ბრძანების გაცემისთანავე სამიზნის დამზერის ანტენის გადამცემი გადადის ფართო რადიოსხივით სივრცეში გამოსხივების რეჟიმში, რომლის დროსაც შესაძლებელია (სამიზნის მანევრირების შემთხვევაში 9C32-დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე) გამშვები დანადგარის მიერ გამოთვლილი რაკეტის ფრენის პარამეტრების კორექტირების შესახებ ინფორმაციის (რადიობრძანებების სახით) გადაცემა რაკეტაზე.
როგორც კი რაკეტა მიუახლოვდება სამიზნეს, გამშვები დანადგარის სამიზნის დამზერის ანტენა გადადის ვიწრო რადიოსხივით სამიზნის დამზერის უწყვეტ რეჟიმზე, რომელიც საშუალებას აძლევს რაკეტის ბორტზე განთავსებულ ნახევრადაქტიურ რადიოლოკაციურ თვითდამიზნებად თავაკს ჩაიჭიროს არეკლილი სხივი და (დოპლერის სიხშირის მეთოდის გამოყენებით) ავტომატურ რეჟიმში მისდიოს მას.
რადიოკორექციის არხის საშუალებით რაკეტაზე გადაცემული სამიზნის კოორდინატებისა და უშუალოდ რაკეტის მიერ საკუთარი ინერციული ნავიგაციის სისტემის მიერ განსაზღვრული რაკეტის მდებარეობის კოორდინატების შეპირისპირებით, გამოითვლება ის დრო, როდესაც უნდა მოხდეს რაკეტის უშუალოდ სამიზნისკენ "მობრუნება". "მობრუნების კუთხე", რომელიც უზრუნველყოფს სამიზნის დაზიანებას საბრძოლო ქობინის ინიცირებისას წარმოქმნილი მიმართული მოქმედების ნამსხვრევების ჭავლით, გამოითვლება რაკეტის თვითდამიზნების სისტემის მიერ. აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოიყენება რაკეტის უკონტაქტო რადიოამფეთქის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად. ამის შემდეგ რაკეტის მართვა აღარ ხორციელდება - რჩება მხოლოდ რადიოამფეთქის მიერ საბრძოლო ქობინის საჭირო დროს ინიცირება.
რაკეტის მიერ სამიზნის დაზიანების შემდეგ 9C32-დან გამშვებ დანადგარზე გადაიცემა ინფორმაცია რაკეტის მათვის შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც სამიზნის დამზერის ანტენა წყვეტს უწყვეტ რეჟიმში გამოსხივებას. 9C32 ასევე გადასცემს ინფორმაციას საკომანდო პუნქტს
  • გამშვები დანადგარის განთავისუფლების შესახებ
  • შემდეგ სამიზნეზე მუშაობის დაწყების მზაობის შესახებ
  • დარჩენილი საბრძოლო მარაგის შესახებ

სისტემის ავტონომიურ რეჟიმში მოქმედებისას, როდესაც მოსალოდნელია მოწინააღმდეგის პერშინგის ტიპის ბალისტიკური რაკეტების შემოტევა, სექტორული  სკანირების სადგური  9С19М2 ახორციელებს სამიზნის რეგულარულ ძებნას რაკეტსაშიშ მიმართულებაზე (აზიმუტი 900; დამზერის კუთხე 260-750). რაიმე სახის სამიზნის აღმოჩენის შემთხვევაში, მის მახლობლად დამატებით ხორციელდება სივრცის სკანირება რადიოსხივის მრავალჯერადი გადასროლით. თუ მიღებული მონაცემები საკმარისია სამიზნის გადაადგილების ტრასების ასაგებად, მაშინ იწყება სამიზნის გაცილება და ინფორმაცია გადაეცემა საკომანდო პუნქტს. ამ უკანასკნელს შეუძლია მიღებული ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღებულ მონაცემებთან  შედარება   და აღმოჩენილი სამიზნის რიგგარეშე ავტომატური განაწილება როგორც ბრიგადის სადაზვერვო პოსტზე (9С467-1 ПОРИ-П1) ისე თავისუფალ ბატარეაზე. ამ დროს ხდება ისეთი პარამეტრების გათვალისწინება, როგორიცაა:

* ბატარეის მდებარეობა ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო ქობინის სავარაუდო დაცემის ადგილთან მიმართებაში
* ბატარეის მუშაობის რეჟიმი (აეროდინამიკული სამიზნეების წინააღმდეგ თუ ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ)
* 9M82 რაკეტების სროლისათვის საჭირო საცეცხლე არხების ხელმისაწვდომობა

პარალელურად საკომანდო პუნქტიდან ხდება ბალისტიკური რაკეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება  რაკეტების გამიზვნის მრავალარხიან სადგურ 9C32-ზე, რომელიც ავტომატურად  იწყებს მითითებულ სექტორში სამიზნის ძებნას და ორი 9A82 გამშვები დანადგარის მომზადებას ცეცხლის გასახსნელად - თითოეულის მიერ 2 ერთეული 9M82 რაკეტის ზალპით.

სამიზნის აღმოჩენისთანავე 9C32 იწყებს სამიზნის ავტომატურ რეჟიმში გაცილებას და აღმოჩენილი სამიზნის კოორდინატებისა და საკომანდო პუქნტიდან მიღებული ინფორმაციის დამთხვევიის შემთხვევაში, აცნობებს ამის შესახებ საკომანდო პუნქტს, რომელიც თავის მხრივაც უდასტურებს სამიზნეზე მუშაობის ნებართვას.
მას შემდეგ რაც 9C32-დან გამშვებ დანადგარზე გაიცემა ცეცხლის გახსნის ბრძანება (ამ დროისათვის დასრულებულია რაკეტის გასშვებისწინა მოსამზადებელი სამუშაოები), გამშვები დანადგარის მეთაური ხსნის ცეცხლს ერთი ან ორი რაკეტით.
გამომდინარე იქიდან, რომ ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო ქობინს ფრენის ბოლო ეტაპზე თან ახლავს არაერთი ცრუ სამიზნე, საკომანდო პუნქტი ახორციელებს რეალური საბრძოლო ქობინის სელექციას და სროლაც შესაბამისი მახასიათებლების სამიზნის წინააღმდეგ ხორციელდება.

იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია მოწინააღმდეგის მიერ მცირე ზომის SRAM-ის ტიპის საავიაციო რაკეტების გამოყენება, სექტორული სკანირების  რადიოლოკაციური სადგური  9С19М2Имбирь” სამიზნის ძებნას  ახორციელებს რაკეტსაშიშ მიმართულებაზე სექტორში, რომლის პარამეტრებია აზიმუტი 600, დამზერის კუთხე 90-500. ამ შემთხვევაშიც აღმოჩენილი სამიზნეების მოძრაბის ტრასების აგება და საკომანდო პუქნტზე გადაცემა ხდება ისევე, როგორც ბალისტიკური რაკეტა "Pershing"_ის შემთხვევაში, ერტადერთი გამონაკლისით - მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის სამიზნეები, რომელთა სიჩქარე >300მ/წმ.

საკომანდო პუნქტზე ხდება სამიზნის კლასიფიკაცია და იმ ბატარეების შერჩევა, რომელთა გამოყენება ყველაზე ეფექტური იქნება მოცემულ შემთხვევაში. საავიაციო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას ის ბატარეებიც, რომლებიც მუშაობენ აეროდინამიკული სამიზნეების რეჟიმში, თუმცა საბრძოლო მზადყოფნაში გააჩნიათ 9M82 ტიპის რაკეტები.


100კმ-მდე მანძილით დაშორებული ხარვეზების დამდგმელი სამიზნეების წინააღმდეგ მუშაობისას, საკომანდო პუნქტი სამიზნის ფრენის მიმართულების შესახებ ინფორმაციას გადასცემს 9C32-ზე, რომელიც სამიზნეს აიყვანს ავტოგაცილებაზე დამზერის კუთხისა და აზიმუტის მიხედვით და საკომანდო პუნქტს უპატაკებს ამის შესახებ. საკომანდო პუქნტი თავის მხრივ 9C32-ს მიაწოდებს ინფორმაციას სამიზნემდე მანძილის შესახებ, რომლის განსაზღვრის დროსაც იყენებს იმ (სხვა!) სამიზნის მონაცემებს, რომელიც ყველაზე ახლოს არის ხარვეზების დამდგმელ სამიზნესთან.
ამის შემდეგ ცეცხლის გახსნა წარმოებს სტანდარტულად:
  • აირჩევა ის გამშვები 9A82, რომელსაც ყველაზე ოპტიმალურ მდგომარეობაშია
  • აღნიშნულ გამშვებზე გადაიცემა ყველა ის საჭირო ბრძანება, რომელიც აუცილებელია ცეცხლის გასახსნელად
  • დამატებით გადაიცემა ბრძანება ერთგვარი ხარვეზის "იარლიყით" , რომელიც შედის რაკეტის ფრენის პარამეტრებში და ახდენს რაკეტის გამომთვლელი სისტემის მოქმედების ალგორითმის იმგვარად შეცვლას, რომ მოხერხდეს დიდი მანძილით დაშორებულ სამიზნეზე თვითდამიზნების ორგანიზაცია.

ჰსთ-ის ბრიგადის შემადგენლობაში შემავალი C-300B-ს დივიზიონების ცენტრალიზებული მართვა ხორციელდება ავტომატიზირებული ცენტრალური საკომანდო პუნქტიდან მიღებული მიზანჩვენების საფუძველზე.
აღნიშნული ავტომატიზირებული მართვის პუნქტის შემადგენლობაში შედის ავტომატიზირებული მართვის პუნქტი Поляна-Д4


Поляна-Д4-ს სამუშაო ადგილები







უახლესი  Поляна-Д4M1










გამოყენებული მასალები:
·         Зенитная ракетная система С-300 - С.М Ганин, А. В Карпенко - Невский Бастион, Приложение к военно-техническому сборнику, Санкт-Петербург, 2001
·         NEXT GENERATION SAMS FOR ASIA A WAKE UP CALL FOR AUSTRALIA - Dr. Carlo Kopp - Australian Aviation, October 2003
·         Зенитно ракетные комплексы пво сухопутных войск - Техника и Вооружение -2003
·         Длинная рука "Алмаз–Антея" -

1 comment: