Sunday, June 24, 2012

მოიერიშე ავიაციის სამიზნეზე გაყვანის რადიოკავშირის ჩახშობისა და ხარვეზების დაყენების მიწისზედა მობილური კომპლექსი "ლიმანი"



ბოლო ხანებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ავიაციასთან ბრძოლის საკითხს, თუმცა ძირითადად აქცენტი კეთდება საჰაერო სამიზნის აღმოჩენასა და მის განადგურებაზე. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ არხების ჩახშობა/ბლოკირება, რომლებიც უზრუნველყოფენ ავიაციის სამიზნეზე ზუსტ გაყვანას.

თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო უკრაინული წარმოების მოიერიშე ავიაციის სამიზნეზე გაყვანის რადიოკავშირის ჩახშობისა და ხარვეზების დაყენების მიწისზედა მობილურ კომპლექს "ლიმან"-ზე.

კომპლექსის დანიშნულებაა საჯარისო ნაწილებისა და მიწისზედა ობიექტების დაცვა  საჰაერო იერიშებისგან, მოწინააღმდეგის ავიაციის სამიზნეზე გაყვანის არხების ბლოკირება/ჩახშობის გზით 225–400 და 960–1215 მჰც სიხშირულ დიაპაზონში.




კომპლექსის შემადგენლობა:


  • მართვის სადგური;
  • 4-6 ერთეული 225–400 მჰც დიაპაზონის ჩახშობის სადგური;
  • 4-6 ერთეული 960–1215 მჰც დიაპაზონის ჩახშობის სადგური.
ჩამხშობი სადგურების რაოდენობა დამოკიდებულია დასახულ ამოცანასა და ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებაზე. 
კომპლექსს შეუძლია, როგორც ცენტრალიზებულ რეჟიმში მუშაობა (ზემდგომი მართვის პუნქტიდან ინფორმაციის მართვის სადგურის საშუალებით მიღება და დამუშავება), ასევე ავტონომიურად. 
არსებობს მუშაობის ორი რეჟიმი: პასიური და აქტიური.
პასიურ რეჟიმში კომპლექსი ახდენს რადიოკავშირის არხების გამოვლენას,  მისი პარამეტრების ანალიზს და კლასიფიკაციას.
აქტიურ რეჟიმში კომპლექსი ახდენს ხარვეზების დაყენებას მანამდე გამოვლენილ რადიოკავშირის სიხშირეებზე.
რადიოჩახშობის ობიექტები:
  • 100-400 მჰც სიხშირულ დიაპაზონში - ყველა სახის ულტრამოკლე რადიოტალღებზე მომუშავე რადიოკავშირის არხები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას
    • საავიაციო ეკიპაჟების ურთიერთქმედებისათვის
    • საჰაერო ბაზირების და მიწისზედა სამეთაურო პუნქტებიდან მოიერიშე ავიაციის სამიზნეზე გაყვანისათვის
    • მეწინავე ავია-მეთვალთვალის მიერ  მოიერიშე ავიაციის სამიზნეზე გაყვანისათვის
  • 960-1215 მჰც სიხშირულ დიაპაზონში - JTIDS, TACAN-ის ტიპის ნავიგაციის, მართვისა და კავშირის რადიოარხები

 მართვის პუნქტი

ჩამხშობი სადგურები


საავიაციო ბაზირების მართვის პუნქტებისა და ადრეული აღმოჩენის და კონტროლის (ე.წ "ავაქსი" - AEW&C) თვითმფინავების აღმოჩენის მანძილი - 450კმ
კომპლექსის რეაქციის დრო - რადიოკავშირის არხის დაფიქსირებიდან ხარვეზების დადგმამდე - 3-5 მილიწამი
ჩახშობის მაქსიმალური არეალი:
  • სამიზნე ობიექტის 4კმ სიმაღლეზე ფრენის პირობებში - 200კმ
  • სამიზნე ობიექტის 1კმ სიმაღლეზე ფრენის პირობებში - 100კმ
  • სამიზნე ობიექტის 500მ სიმაღლეზე ფრენის პირობებში - 70კმ

No comments:

Post a Comment