უკრაინული საკონსტრუქტორო ბიურო "არსენალი" დაინტერესებულ ქვეყნებს სთავაზობს მათ შეიარაღებაში არსებული მოძველებული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "Стрела-2М" და "Игла-1" მოდერნიზაციის პროექტებს.
პროექტი ითვალისწინებს ინფრაწითელ რეჟიმში მოქმედი თვითდამიზნების თავაკის (9Э418) შეცვლას უფრო თანამედროვე ვერსიებით (თვითდამიზნების ოპტიკური თავაკები "Стрела-2М"-თვის ინდექსით "36-45" და "Игла-1"-თვის ინდექსით "УА-424), რის შემდეგაც მოდერნიზებულ კომპლექსებს მიენიჭათ ინდექსი "Стрела-2ММ" და "Игла-1M" შესაბამისად
ახალი თვითდამიზნების თავაკები გარდა იმისა რომ უზრუნველყოფენ უფრო მეტ მედეგობას სითბური ხაფანგების მიმართ, ასევე ხელს უწყობენ:
- "Стрела-2ММ"-თვის შემხვედრ კურსებზე სამიზნის დაზიანების შესაძლებლობას >>> აქამდე "Стрела-2М"-ს მხოლოდ დამწევ კურსზე შეეძლო საჰაერო სამიზნეებთან ეფექტური ბრძოლა
- "Игла-1M"-თვის შემხვედრ კურსზე სამიზნის დაზიანების მაქსიმალური მანძილის ზრდას.
თვითდამიზნების ოპტიკური თავაკი УА-424
თვითდამიზნების ოპტიკური თავაკი
И1-2000
"ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტებისთვისაც აქვთ უკრაინელებს თანამედროვე თვითდამიზნების თავაკები
No comments:
Post a Comment