Friday, December 14, 2012

რადიოლოკაციური კომპლექსი 55Ж6М

2010 წლის გაზაფხულზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულება ННИИРТ-თან რადიოლოკაციური კომპლექს 55Ж6М  მიწოდების თაობაზე

Thursday, November 29, 2012

საზენიტო-საარტილერიო სისტემა MANTIS

2012 წლის ნოემბერში გერმანის სამხედრო-საჰაერო ძალებს გადაეცათ Rheinmetall Air Defence-ის (ყოფილი შვეიცარიული Oerlikon Contraves Defence)  მიერ წარმოებული საზენიტო-საარტილერიო სისტემა MANTIS-ის (Modular, Automatic and Network capable Targeting and Interception System) პირველი ბატარეა.

Wednesday, October 24, 2012

უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროდუქცია

რადიოლოკაციური სადგურ П-18-ის მოდერნიზაციის უკრაინული ვარიანტი П-18 "Малахит"



საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-125-ის მოდერნიზაცია 
С-125-2Д "Печора 2Д" 

Thursday, September 27, 2012

პერსპექტიული გერმანული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Iris-SLM

კომპანია DIEHL BGT Defence-მა წარმოადგინა პერსპექტიული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს Iris-SLM-ის მაკეტები


საინტერესოა, როგორც ის ფაქტი, რომ ევროპულ კომპანიებს შორის სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ვერტიკალური სტარტის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ასევე მრავალფუქნციურ რადიოლოკაციური სადგურის კონსტრუქციული გადაწყვეტა >>> 6 ერთეული ცხაური (ფაზირებული), რომელთაგან 4  როგორც სურათიდან ჩანს მოძრავია.


ვერტიკალური სტარტის რაკეტა IRIS-T SL

პეტრიოტის ბატარეის/ბატალიონის მოქმედების ინსტრუქცია

გადმოსაწერი ბმული

Hawk-ის მცირე მიმოხილვა

ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში გასულმა სიუჟეტმა + ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გაკეთებულმა პირდაპირმა მინიშნებამ ქართული ცის ამერიკული Hawk-ებით (იშიფრება როგორც "Homing All the Way Killer") დაცვის "მიზანშეწონილობის" შესახებ სამხედრო საქმით დაინტერესებული საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

აქ არ შევეხები სიუჟეტში გასულ "მარგალიტებს" და ვეცდები დაინტერესებულ მკითხველს მოკლე ინფორმაცია მივაწოდო აღნიშნული კომპლექსის შესახებ.

HAWK-ის კომპლექსზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და მიზნად ისახავდა საშუალო სიშორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შექმნას, რომლის შეიარაღებაშიც ნახევრადაქტიური თვითდამიზნებადი თავაკით აღჭურვილი რაკეტა იყო გათვალისწინებული.

Monday, September 24, 2012

რუსული Бук-М2Э-ის ირანული კლონი Ra'ad

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა ინფორმაცია ირანის მიერ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Ra'ad-ის შექმნის შესახებ

პირვანდელი ინფორმაციით კომპლექსის მოქმედების მაქსიმალური მანძილია 50კმ, მაქსიმალური სიმაღლე კი 25კმ

რა შეიძლება ითქვას გავრცელებული სურათების მიხედვით:
  1. შასის ფუნქციებს ასრულებს ბელარუსული ბორბლებიანი МЗКТ-6922-ის ირანული კლონი
  2. რუსული ორიგინალის მსგავსად გამშვებ დანადგარზე ფიგურირებს სამიზნის დამზერის რადიოლოკატორი
  3. რაკეტებად გამოყენებულია ასევე რუსული 9M38-ის მცირედ მოდიფიცირებული ირანული ვარიანტი
გამშვები რადიოლოკაციური სადგურით (HORDAD)



რადიოგამჭვირვალე გარსაცმის ქვეშ მოთავსებული სამიზნის აღმოჩენისა და დამზერის რადიოლოკაციური სადგურის ანტენა (Tabas-1)



გამშვები რადიოლოკაციური სადგურის გარეშე


ორიგინალი რუსული Бук-М2Э





Thursday, July 26, 2012

საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "Лучник-Э"


წარმოადგენს საბჭოთა Стрела-10-ის მოდერნიზებულ ვარიანტს
უზრუნველყოფს ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების, შვეულმფრენების, ფრთოსანი რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების დაზიანებას.
დანიშნულება მობილური საჯარისო დანაყოფების და ობიექტების დაცვა საჰაერო იერიშისგან დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მოწინააღმდეგის მიერ ოპტიკური და სითური ხარვეზების დაყენების პირობებში.

სამინიზნის აღმოჩენა და გაცილებაზე აყვანა ისევე, როგორც Стрела-10-ის შემთხვევაში ხორციელდება ოპერატორის მიერ ოპტიკოელექტრონული ვიზირის საშუალებით, იმ განსხვავებით, რომ მწარმოებლის ინფორმაციით "Лучник-Э"-ს შემთხვევაში სამიზნის აღმოჩენა და გაცილებაზე აყვანა შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში.

ძირითადი ტტმ
გამშვები მოდულების/რაკეტების რაოდენობა4/8
რაკეტების რაოდენობა, ცალი:
     - გამშვებ რელსებზე 8
     - სათადარიგო არანაკლებ 8
რაკეტების გაშვების რეჟიმიცალკეული, მიყოლებით, ზალპით
მანძილი, მ500...6000
სიმაღლე, მ10...3500
სამიზნის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე, მ/წმ
     - შემხვედრ კურსზე400
     - დამწევ კურსზე320
სამიზნის მაქსიმალური გადატვირთვა, G6...8
რაკეტის საშუალო სიჩქარე, მ/წმ600
რეაქციის დრო, წმ5 --- 11,5


შეწყვილებული მოდული "Стрелец"





Tuesday, July 24, 2012

БУК და მისი მოდიფიკაციები


1973 წლის შემოდგომაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა ცხადად გამოაჩინა იმ დროისათვის არაბების შეიარაღებაში არსებული ჰსთ-ის კომპლექს "Квадрат"-ის (2К12 Куб-ის საექსპორტო ვერსია) შემდეგი ნაკლოვანებები: 
  • ბატარეის შემადგენლობაში შემავალი ოთხივე გამშვები დანადგარის (2П25)დამოკიდებულება დაზვერვისა და რაკეტების გამიზვნის ერთადერთ რადიოლოკატორზე (СУРН 1С91 - самоходная установка разведки и наведения), რომელიც უზრუნველყოფდა (მხოლოდ 7კმ-მდე სიმაღლეზე მფრენი აპარატების) სამიზნის აღმოჩენას და ყველა ზემოთნახსენები გამშვები დანადგარების მიერ სამიზნისაკენ გაშვებული რაკეტების ინფორმაციულ "კვებას". საკმარისი იყო, მოწინააღმდეგეს მოეხერხებინა რადიოლოკატორისათვის ხარვეზების დაყენება ან/და საცეცხლე ზემოქმედებით (ძირითადად რადარსაწინააღმდეგო რაკეტა AGM-45 Shrike) მწყობრიდან გამოყვანა, რომ მთელი ბატარეა ბრძოლის უუნარო ხდებოდა
    • გამომდინარე იქიდან, რომ 1C91 ლოკატორს ერთდროულად მხოლოდ ერთი სამიზნის დამზერა შეეძლო (ერთი სამიზნე არხი), ბატარეას ერთდროულად შეეძლო ემოქმედა მხოლოდ ერთი საფრენი აპარატის წინააღმდეგ - სანამ რაკეტა მიზანს არ მოხვდებოდა და 1C91 ლოკატორის სამიზნე არხი არ "განავისუფლდებოდა" ახალი სამიზნის დამზერისათვის, დანარჩენი გამშვები დანადგარები უქმად იდგნენ
  • რაკეტების რაოდენობა = საცეცხლე ძალა არასაკმარისი იყო ფართომაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დროს ჰსთ-ის კომპლექსისადმი წაყენებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად >>> ხშირად ებრაელი პილოტები არაბების მექანიზირებულ ნაწილებს სრულიად დაუსჯელად ანადგურებდნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "Квадрат"-ის ბატარეას გახარჯული ჰქონდა გამშვებ დანადგარზე არსებული ყველა რაკეტა, სათადარიგო რაკეტების გამშვებ დანადგარებზე დატენვის ოპერაცია კი თავისი ხანგრძლივობით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.



2K12 Куб/Квадрат-ის დაზვერვისა და რაკეტების გამიზვნის რადიოლოკატორი 1C91




2K12 Куб/Квадрат-ის თვითმავალი გამშვები დანადგარი 2П25








ამიტომ გადაწყდა, რომ შეექმნათ ისეთი სისტემა, რომელიც მოკლებულ იქნებოდა აღნიშნულ ნაკლოვანებებს. შედეგად მუშაობა დაიწყო ჰსთ-ის კომპლექსს 9K37 БУК-ის შესაქმნელად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა:
  • მართვის პუნქტი 9C470
  • წრიული სკანირების სამიზნის აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური 9C18 "Купол"
  • თვითმავალი საცეცხლე დანადგარი 9A310
  • თვითმავალი დამტენ-გამშვები დანადგარი 9A39
აქ შეგნებულად გამოვტოვებთ და არ ვისაუბრებთ Бук-1(Куб-М4)-ზე, რომელიც გარდამავალი ეტაპის სისტემა იყო, დროის დეფიციტის პირობებში დაჩქარებული ტემპებით შექმნილი ერთგვარი ტექნოლოგიური დემონტრაცია.


Thursday, July 19, 2012

ალჟირული Панцирь-С1


ალჟირმა 38 ერთეული Панцирь-С1 ჯერ კიდევ 2006 წელს შეუკვეთა





უახლესი რადიოლოკაციური მოდული



წყარო: http://saidpvo.livejournal.com/76142.html

სირიის ჰსთ-ის ძალების ვარჯიში

პირველად გამოჩნდა სირიელთა შეიარაღებაში რუსული "Панцирь-С1"


Friday, June 29, 2012

19Ж6 (СТ-68У) მოკლე მიმოხილვა


ვფიქრობ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს საჰაერო სივრცის მონიტორინგის ერთ-ერთი კომპლექსის 19Ж6 (СТ-68У) გაცნობა, რომლისგანაც სათავეს იღებს დღეისათვის ჩვენს შეიარაღებულ ძალებში არსებული СТ-68УM/36Д6.


70-იან წლებში საბჭოთა კავშირში იაუზის რადიოტექტნიკურ ინსტიტუტში (ახლანდელი  ВНИИРТ) დაიწყო მუშაობა თემაზე "მძლავრი ხარვეზები ფონზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი საფრენი აპარატების აღმომჩენი სამკოორდინატიანი მობილური რადიოლოკატორი (ინდექსი CT-68)

მუშაობის შედეგად წარმოდგენილ იქნა სანტიმეტრულ დიაპაზონში მომუშავე რადიოლოკატორი, რომელშიც პირველად საბჭოეთის ისტორიაში გამოყენებულ იქნა ფაზირებულცხაურიანი ანტენა


თუმცა აღნიშნულ რადიოლოკატორს არ ეწერა დიდი დღე, ვინაიდან იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ რადიოლოკატორის წარმოების და მომსახურების ხარჯები სცდებოდა დადგენილ ჩარჩოებს

ამიტომ 1975 წლისათვის უკრაინულმა საკონსტრუქტურო ბიურო "Искра"- საკუთარი ინიციატივით დაიწყო ზემოხსენებული მოდელის გამარტივებულ ვარიანტზე მუშაობა და მალე ხელმძღვანელობას წარუდგინა СТ-68У (У - упрощенная), რომელსაც მართალია გაცილებით უარესი მახასიათებლები ჰქონდა ხარვეზების ფონზე მუშაობისას, მაგრამ სამაგიეროდ გაცილებით იაფი იყო.

3-განზომილებიანი რადიოლოკაციური სადგური 19Ж6 (СТ-68У)
საბრძოლო მორიგეობის მობილური სამოკოორდინატიანი სანტიმეტრული დიაპაზონის რადიოლოკატორი 19Ж6-ის დანიშნულებაა საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა, კლასიფიკაცია და გაცილებაზე აყვანა.

სადგურს შეუძლია უზრუნველყოს:
  • სამიზნის აზიმუტის, მანძილის და სიმაღლის (ან დამზერის კუთხის) განსაზღვრა,
  • აქტიური ხარვეზების დამდგმელი საჰაერო აპარატების პელენგაცია აზიმუტისა და დამზერის კუთხის მიხედვით
  • სამიზნის სახელმწიფოებრივი კუთვნილების განსაზღვრა


1.2. რადიოლოკაციური სადგურის შემადგენლობა
  • ნახევრადმისაბმელი 6УФ რადიოლოკაციური აპარატურით, საჰაერო სივრცის მდგომარეობის ამსახველი ინდიკატორებითა და სახელმწიფოებრივი კუთვნილების ამომცნობი სისტემის აპარატურით
  • მისაბმელი 6БП ელექტროსადგურით 99X6; 
  • წრიული დაზვერვის დისტანციური ინდიკატორი 6УФ-01; 
  • სამიზნეების და ხარვეზების იმიტატორი УЦ10


 წითელუბნის ინციდენტის დროს, როგორც ჩანს, სწორედ ეს იმიტატორი (უფრო სწორად იმიტატორის პროგრამული უზრუნველყოფა,  ვინაიდან ჩვენს შეიარაღებაში არსებული 36Д6-М მოდელში ზემოხსენებული იმიტატორის კარადის ნაცვლად პროგრამული უზრუნველყოფა არის გამოყენებული, რომელიც უშუალოდ ოპერატორების სამუშაო ადგილზე არის ჩატვირთული) არ ჰქონდა ჩვენს სადგურს, რის გამოც დასავლეთელმა დამკვირვებლებმა სრულიად სარწმუნოდ მიიჩნიეს, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული მასალები სამიზნის აღმოჩენაზე და რაკეტის გაშვებაზე რეალისტური იყო

წყარო

წრიული დაზვერვის დისტანციური ინდიკატორის გატანა (კაბელების საშუალებით) შესაძლებელი რაიდოლოკატორიდან 300-ის მანძილზე

წინაპლანზე ნახევრადმისაბმელის 6УФ  ბუქსირება დაშვებული ანტენით
უკანა პლანზე ელექტროსადგურიანი მისაბმელი 



რადიოლოკატორის მიერ საჰაერო სივრცის სკანირება ხორციელდება:
  • ანტენის მექანიკური შემოტრიალებით 360 გრადუსზე
  • დამზერის კუთხე რადიოსხივის სიხშირის ცვლილებასთან ერთად იცვლება ანუ რადიოსხივის თითოეულ პარციალს გააჩნია კონკრეტული ფიქსირებული სიხშირე და სივრცეში გავრცელების მიმართულება


რადიოლოკატორში გამოყენებულია დამზერის კუთხის მიხედვით სივრცის სკანირების 4 რეჟიმი

პირველ რეჟიმში სივრცის სკანირება ხდება 4 რადიოსხივის (პარციალის) მეშვეობით, პირობითად fn1 ; fn3 ; fn5 ; fn7 სიხშირეებზე

პირველი რეჟიმში პარციალების გავრცელების გრაფიკული გამოსახულება


როგორც გრაფიკიდან ჩანს, დამზერის კუთხის ქვედა ზღვარი შეადგენს მინუს 20'-, ხოლო ზედა ზღვარი 6 გრადუსი.

აღნიშნული რეჟიმი წარმოადგენს მორიგე რეჟიმს და გამოიყენება დაბალ სიმღლეზე მფრენი სამიზნეების აღმოსაჩენად 


მეორე რეჟიმში სივრცის სკანირება ხდება  2 ნაწილად:
ანტენის პირველ შემობრუნებაზე რადიოლოკატორი ასხი-ვებს fn1 და fn3 სიხშირის პარციალებს და დამზერის კუთხე შეადგენს მინუს 20' - 3°; მეორე შემობრუნებაზე უკვე fn5 და fn7 სიხშირის პარციალების გამოსხივება ხდება და დამზერის კუთხე 3°-6°-ია.




მეორე რეჟიმი გამოიყენება:
  • მძლავრი ხარვეზებიანი ფონის პირობებში დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების აღმოსაჩენად და გაცილებაზე ასაყვანად,
  • რადარსაწინააღმდეგო რაკეტებისაგან თავდასაცავად




მესამე რეჟიმშიც სივრცის სკანირება ასევე 2 ეტაპად არის გაყოფილი  
ანტენის პირველ შემობრუნებაზე რადიოლოკატორი ქვედა ზონა-ში ასხივებს  fn1 ; fn3 ; fn5 ; fn7 სიხშირის პარციალებს და დამზერის კუთხე შეადგენს მინუს 20' - 6°; მეორე შემობრუნებაზე იგივე  პარციალების გამოსხივება ხდება უკვე ზედა ზონაში და დამზერის კუთხე 6°-30°-ია.





მესამე რეჟიმი გამოიყენება დაბალ და საშუალო სიმაღლე მფრენი სამიზნეების აღმოსაჩენად, ასევე სამიზნის გაცილებისას მკვდარი ზონის რადიუსის (R) შესამცირებლად.

მეოთხე რეჟიმში სივრცის სკანირება ხდება მხოლოდ ორი  fn1 და fn3 რადიოსხივით, დამზერის კუთხე შესაბამისად მინუს 20' - 3°.
აღნიშნული რეჟიმი გამოიყენება დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების წინააღმდეგ მოწინააღმდეგის მიერ აქტიური ხარვეზების ინტენსიურად გამოყენების პირობებში



ანტენის შემობრუნება აზიმუტის მიხედვით ხორციელდება მექანიკურად ოპერატორის მიერ შერჩეული ბრუნის ტემპის მიხედვით (6 ან 12 ბრუნი/წთ-ში)



ჰორიზონტალურ კვეთაში რადიოსხივის სივრცეში გავრცელების დიაგრამის გრაფიკი 



რადიოლოკატორის სამიზნის აღმოჩენის ზონა არის სივრცის ის არეალი, რომელშიც სამიზნის აღმოჩენა ხორციელდება განსაზღვრული ალბათობით, ხოლო სამიზნის გაცილებაზე აყვანა ხდება განსაზღვრული სიზუსტით.

აღნიშნული ზონის ფორმა და ზონები დამოკიდებულია რადიოლოკატორის მუშაობის  რეჟიმზე, რადიოლოკატორის განლაგებაზე, სამიზნის ეფექტურ ამრეკლ ზედაპირზე და სხვა პარამატრებზე.

                                          19Ж6-ის სამიზნის აღმოჩენის ზონა




რადიოლოკატორის მარშიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადასაყვანად 5 კაციან საბრძოლო გათვლას სჭირდება მაქსიმუმ 1 საათი.

ასფალტირებულ გზაზე მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ.

რადიოლოკატორის მუშაობის საშუალო დრო პირველ შეფერხებამდე 100 სთ, შეფერხების ლიკვიდაციის საშუალო დრო 30 წთ.

რადიოლოკატორის ანტენის სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანის დრო 10 — 15 წთ
სამარშო მდგომარეობაში (ანტენა დაშვებულია) რადიოლოკატორის ზღვრული მდგრადობა ჰაერის მასების გადაადგილების მიმართ 50 /წმ-ია.

საბრძოლო გათვლა
საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად საჭირო გათვლა შედგება:
  • რადიოლოკაციური სადგურის უფროსი - ოფიცერი, რადიოინჟინერი
  • უფროსი ოპერატორი  — სერჟანტი;
  • ორი ოპერატორი;
  • ორი ელექტრომექანიკოსი.


რადიოლოკაციური სადგურის ძირითადი მახასიათებლები:
გამოსხივების იმპულსის მაქსიმალური სიმძლავრე — 360 კვტ
გამოსხივების საშუალო სიმძლავრე — 3 კვტ
რადიოლოკატორი უზრუნველყოფს ინფორმაციის დამუშავებას ერთდროულად 127 სამიზნის შესახებ, მათგან 32 ავტოგაცილების რეჟიმში (მათ შორის აქტიური ხარვეზების დამდგმელი სამიზნეების პელენგაცია).


უკრაინულმა "ისკრა"- გააგრძელა კომპლექსის მოდერნიზება, რის შედეგადაც გამოჩნდა რადიოლოკატორები ინდექსით СТ-68УM/36Д6 და 36Д6-Мაღნიშნულ მოდერნიზებულ ვარიანტებში სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად აღსანიშნავია ფაზების ფილტრების რაოდენობის გაორმაგება (8-დან 16-მდე) და მათი ამპლიტუდურ-ფაზური მახასიათებლების გაუმჯობესება, რის შედეგადაც მიაღწიეს:
  • სამიზნის აღმოჩენის ზონის გაზრდას
  • სამიზნის აღმოჩენის პარამეტრებში ცდომილების შემცირებას
  • ხარვეზების პირობებში სამიზნის აღმოჩენის პარამეტრების გაუმჯობესებას
  • აღმოჩენილი სამიზნის გაცილებაზე აყვანის პროცესის ინიცირების და უშუალოდ სამიზნის გაცილების პროცესის ავტომატიზაციას
  • მთაგორიან რელიეფზე მუშაობისას ცრუსამიზნეების რაოდენობის შემცირებას
  • აღმოჩენილი სამიზნის მოძრაობის ტრასების აგების ეფექტური ალგორითმების დანერგვას
  • ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სახელმწიფოებრივი კუთვნილების ამომცნობი სისტემის დანერგვას
  • როგორც გრაფიკიდან ჩანს, დამზერის კუთხის ქვედა ზღვარი შეადგენს მინუს 20'-, ხოლო ზედა ზღვარი 6 გრადუსი.


აღნიშნული რეჟიმი წარმოადგენს მორიგე რეჟიმს და გამოიყენება დაბალ სიმღლეზე მფრენი სამიზნეების აღმოსაჩენად