2012 წლის ნოემბერში გერმანის სამხედრო-საჰაერო ძალებს გადაეცათ Rheinmetall Air Defence-ის (ყოფილი შვეიცარიული Oerlikon Contraves Defence) მიერ წარმოებული საზენიტო-საარტილერიო სისტემა MANTIS-ის (Modular, Automatic and Network capable Targeting and Interception System) პირველი ბატარეა.
ბატარეის შემადგენლობაში შედის:
- ექვსი ერთეული 35მმ-იანი საარტილერიო დანადგარი
- ორი ერთეული ცეცხლის მართვის ორი სისტემა
- საკომანდო ცენტრი
როგორც სურათებიდან ჩანს კომპლექსი საქვეყნოდ ცნობილი Skyshield 35 AHEAD-ის სტაციონარული ვარიანტია.
საარტილერიო დანადგარი წარმოადგენს საცეცხლე მოდულ Revolver Gun Mounts (RGM), რომლის შემადგენლობაშიც შედის ერთლულიანი 35მმ-იანი ქვემეხი Oerlikon KDG35/1000.
საინტერესოა, რომ კომპლექსის პოზიციონირება ხდება როგორც MOOTW/C-RAM (Military Operations Other Than War/Counter-Rockets, Artillery and Mortar) ანუ არასაომარი სამხედრო ოპერაციებისათვის, სარაკეტო/საარტილერიო იერიშებისგან თავდასაცავად.
No comments:
Post a Comment