Tuesday, July 24, 2012

БУК და მისი მოდიფიკაციები


1973 წლის შემოდგომაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა ცხადად გამოაჩინა იმ დროისათვის არაბების შეიარაღებაში არსებული ჰსთ-ის კომპლექს "Квадрат"-ის (2К12 Куб-ის საექსპორტო ვერსია) შემდეგი ნაკლოვანებები: 
  • ბატარეის შემადგენლობაში შემავალი ოთხივე გამშვები დანადგარის (2П25)დამოკიდებულება დაზვერვისა და რაკეტების გამიზვნის ერთადერთ რადიოლოკატორზე (СУРН 1С91 - самоходная установка разведки и наведения), რომელიც უზრუნველყოფდა (მხოლოდ 7კმ-მდე სიმაღლეზე მფრენი აპარატების) სამიზნის აღმოჩენას და ყველა ზემოთნახსენები გამშვები დანადგარების მიერ სამიზნისაკენ გაშვებული რაკეტების ინფორმაციულ "კვებას". საკმარისი იყო, მოწინააღმდეგეს მოეხერხებინა რადიოლოკატორისათვის ხარვეზების დაყენება ან/და საცეცხლე ზემოქმედებით (ძირითადად რადარსაწინააღმდეგო რაკეტა AGM-45 Shrike) მწყობრიდან გამოყვანა, რომ მთელი ბატარეა ბრძოლის უუნარო ხდებოდა
    • გამომდინარე იქიდან, რომ 1C91 ლოკატორს ერთდროულად მხოლოდ ერთი სამიზნის დამზერა შეეძლო (ერთი სამიზნე არხი), ბატარეას ერთდროულად შეეძლო ემოქმედა მხოლოდ ერთი საფრენი აპარატის წინააღმდეგ - სანამ რაკეტა მიზანს არ მოხვდებოდა და 1C91 ლოკატორის სამიზნე არხი არ "განავისუფლდებოდა" ახალი სამიზნის დამზერისათვის, დანარჩენი გამშვები დანადგარები უქმად იდგნენ
  • რაკეტების რაოდენობა = საცეცხლე ძალა არასაკმარისი იყო ფართომაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დროს ჰსთ-ის კომპლექსისადმი წაყენებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად >>> ხშირად ებრაელი პილოტები არაბების მექანიზირებულ ნაწილებს სრულიად დაუსჯელად ანადგურებდნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "Квадрат"-ის ბატარეას გახარჯული ჰქონდა გამშვებ დანადგარზე არსებული ყველა რაკეტა, სათადარიგო რაკეტების გამშვებ დანადგარებზე დატენვის ოპერაცია კი თავისი ხანგრძლივობით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.



2K12 Куб/Квадрат-ის დაზვერვისა და რაკეტების გამიზვნის რადიოლოკატორი 1C91




2K12 Куб/Квадрат-ის თვითმავალი გამშვები დანადგარი 2П25








ამიტომ გადაწყდა, რომ შეექმნათ ისეთი სისტემა, რომელიც მოკლებულ იქნებოდა აღნიშნულ ნაკლოვანებებს. შედეგად მუშაობა დაიწყო ჰსთ-ის კომპლექსს 9K37 БУК-ის შესაქმნელად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა:
  • მართვის პუნქტი 9C470
  • წრიული სკანირების სამიზნის აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური 9C18 "Купол"
  • თვითმავალი საცეცხლე დანადგარი 9A310
  • თვითმავალი დამტენ-გამშვები დანადგარი 9A39
აქ შეგნებულად გამოვტოვებთ და არ ვისაუბრებთ Бук-1(Куб-М4)-ზე, რომელიც გარდამავალი ეტაპის სისტემა იყო, დროის დეფიციტის პირობებში დაჩქარებული ტემპებით შექმნილი ერთგვარი ტექნოლოგიური დემონტრაცია.




შემადგენლობა







მართვის პუნქტი 9C470



მართვის პუნქტი უზრუნველყოფს:

  •  აღმოჩენილი სამიზნეების შესახებ ინფორმაციის მიღებას (როგორც წრიული სკანირების სამიზნის აღმოჩენის რადიოლოკაციურ სადგურ 9С18-სგან, ასევე დაქვემდებარებაში მყოფი 6 თვითმავალი საცეცხლე დანადგარებისგან და ზემდგომი მართვის პუნქტებისგან) და დამუშავებას;
  • მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამიზნეთა პრიორიტეტებად დახარისხებას საშიშროებების მიხედვით და საცეცხლე დანადგარებზე განაწილებას
  • საცეცხლე დანადგარებისთვის პასუხისმგებლობის სექტორების განსაზღვრას,
  • ინფორმაციის ასახვას: 
    • საცეცხლე და დამტენ-გამშვებ დანადგარებზე არსებული რაკეტების რაოდენობის შესახებ
    • საცეცხლე დანადგარების მიერ სამიზნის უწყვეტ რეჟიმში დამზერისათვის (რაკეტის გასამიზნად) გამოყენებული რადიოსხივის სიხშირეების ლიტერების შესახებ
    • საცეცხლე დანადგარების მიერ სამიზნეებზე მუშაობის შესახებ
    • წრიული სკანირების სამიზნის აღმოჩენის რადიოლოკატორის მუშაობის რეჟიმების შესახებ
  • ბატარეის მუშაობის ორგანიზებას მოწინააღმდეგის მიერ ხარვეზების დაყენების და რადარსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენების პირობებში
  • მართვის პუნქტზე მიმდინარე მუშაობის დოკუმენტირება და გათვლის ვარჯიშის უზრუნველყოფას სიმულაციური საშუალებებით.

მართვის პუნქტი სამიზნის აღმოჩენის რადიოლოკატორის მიერ ერთი სრული ბრუნის განმავლობაში მიღებული ინფორმაციიდან უზრუნველყოფდა 100კმ-ის რადიუსში 20კმ-მდე სიმაღლეზე მფრენი 46 სამიზნის შესახებ მონაცემების დამუშავებას და საცეცხლე დანადგარებზე 6 სამიზნის შესახებ მიზანჩვენების მიწოდებას შემდეგი სიზუსტით: 1° აზიმუტი და დამზერის კუთხე, 400-700მ მანძილი.

გათვლა 6 კაცი.



სამიზნის აღმოჩენი რადიოლოკატორი 9C18 "Купол"

სანტიმეტრულ დიაპაზონში მოქმედი, ვერტიკალურ სიბრტყეში რადიოსხივის ელექტრონული სკანირების სამკოორდინატიანი კოჰერენტულ-იმპულსური რადიოლოკატორ 9C18 "Купол"-ის დანიშნულებაა საჰაერო სამიზნის აღმოჩენა (მაქსიმუმ 120კმ მანძილზე, სიმაღლე -20კმ-მდე >>> 30მ სიმაღლეზე მფრენი სამიზნის აღმოჩენა შესაძლებელია 45კმ მანძილზე) და მართვის პუნქტზე ინფორმაციის გადაცემა.

საბრძოლო მორიგეობის დროს დამზერის კუთხე შეიძლება იყოს 30 ან 40 გრადუსი (შესაბამისად პილოტირებადი ავიაციისა და რაკეტსაწინააღმდეგო მუშაობის რეჟიმებში).

აქტიური ხარვეზებისგან თავდასაცავად გამოყენებულია იმპულსებს შორის სიხშირეების ცვლა, ასინქრონული იმპულსურიდან დაწყებული იმპულსებს შორის წრფივ-სიხშირული მოდულაციით დამთავრებული. 

პასიური ხარვეზების და ადგილობრივი საგნებიდან არეკლილი რადიოსხივებისგან თავის დაცვა ხდება მოძრავი სამიზნის სელექციით და ქარის სიჩქარის ავტომატური კომპენსირებით.

რადარსაწინააღმდეგო რაკეტებისგან თავდასაცავად რადიოლოკატორში გამოყენებულია სხვადასხვა ხერხი, მათ შორის:
  • რადიოგამოსხივების სიხშირის პარამეტრების პროგრამული მართვა
  • ხონდირების სიგნალების წრიული პოლარიზაცია
  • გამოსხივების მოციმციმე რეჟიმი


იმისდა მიხედვით როგორი ხარვეზები ფონის პირობებში უწევთ მუშაობა და როგორი დამზერის კუთხე არის არჩეული, ინფორმაციის განახლების ტემპი შეიძლება შეადგენდეს:
  • სივრცის წრიული სკანირებისას 4.5-18წმ
  • სექტორული სკანირების 2.5-4.5წმ

4,5წმ-იანი ინტერვალის პირობებში, ერთ შემობრუნებაზე მართვის პუნქტზე ტელეკოდური კავშირის საშუალებით გადაცემული სამიზნეების რაოდენობა შეიძლება აღწევდეს 75 ერთეულს. 

გარჩევისუნარიანობა: 300მ მანძილში და 4o კუთხის კოორდინატების მიხედვით.

საშუალოკვადრატული ცდომილება <130მ და 20' შესაბამისად. 

შასი - მოდერნიზებული СУ-100П

სალაშქროდან რადიოლოკატორის საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანისათვის 5წთ-ია საკმარისი, მორიგეობის რეჟიმიდან საბრძოლო მდგომარეობაში - 20წმ.

გათვლა 3 კაცი


თვითმავალი საცეცხლე დანადგარი 9A310

თითოეული თვითმავალი საცეცხლე დანადგარის (СОУ - самохдная огневая установка) შემადგენლობაში შედის:
  • სამიზნის დამზერის და რაკეტების გამიზვნის საკუთარი რადიოლოკატორი 9C35, რაც საშუალებას იძლევა, 2K12 Куб-ის გამშვები დანადგარისგან განსხვავებით, თითოეულ საცეცხლე დანადგარს ცეცხლი გაეხსნა საჭიროებისამებრ და არ დალოდებოდა თავის "რიგს"
  • სატელევიზიო ოპტიკური ვიზირი 9Ш38-3 >>> ეფექტურია მხოლოდ დღისით და კარგ მეტეოპირობებში
  • Пароль-ის სისტემაში მომუშავე სახელმწიფოებრივის კუთვნილების რადიოლოკაციური შემკითხველი
  • ელექტრო გამომთვლელი მოწყობილობა
  • ტელეკოდური კავშირის სისტემა
  • გაზოტურბინის გენერატორზე დაფუძნებული ავტონომიური ელექტრო კვების სისტემა
  • ნავიგაციის და ტოპოგრაფიური აპარატურა

საცეცხლე დანადგარის სანტიმეტრულ დიაპაზონში მოქმედ სამიზნის აღმოჩენის, გაცილების და დამზერის რადიოლოკატორ 9C35-ს გააჩნია ერთიანი ანტენა ორი გადამცემით.
პირველი იმპულსური გადამცემი გამოიყენება სამიზნის აღმოსაჩენად და გაცილებაზე ასაყვანად კვაზიუწყვეტი გამოსხივების რეჟიმში ან (სამიზნემდე მანძილის დადგენის პროცესში პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში) იმპულსური გამოსხივების რეჟიმში იმპულსების შეკუმშვით (წრფივ-სიხშირული მოდულაციით).
მეორე, უწყვეტი გამოსხივების, გადამცემის დანიშნულებაა სამიზნის უწყვეტ რეჟიმში დამზერა და რაკეტაზე ფრენის შუალედურ ეტაპზე რადიოკორექციის ბრძანებების გადაცემა.


საცეცხლე დანადგარი სივრცის სკანირებისათვის იყენებს 8 განსხვავებული სიხშირის ლიტერულ სიხშირეს; სამიზნის დამზერისათვის - 36 ლიტერულ სიხშირეს.


სამიზნის გაცილებისათვის გამოიყენებოდა რადიოსხივი, რომლის პარამეტრებია
  • აზიმუტი 1.3o
  • დამზერის კუთხე 2.5o
სამიზნის დამზერისათვის გამოიყენებოდა რადიოსხივი, რომლის პარამეტრებია:
  • აზიმუტი 1.4o
  • დამზერის კუთხე 2.65o
ავტონომიურ რეჟიმში თვითმავალი საცეცხლე დანადგარი (აზიმუტი 120o, დამზერის კუთხე 6-7o) სექტორის სკანირებას ანდომებდა 4წმ-ს.

მართვის პუნქტის მიერ განსაზღვრული მიზანჩვენების საფუძველზე (აზიმუტი 10o, დამზერის კუთხე 7o) სექტორის სკანირებას ანდომებდა 2წმ-ს.

გამშვებ დანადგარზე რაკეტების რაოდენობა გაიზარდა 3-დან 4-მდე.

სალაშქრო მდგომარეობიდან საბრძოლოში გადაყვანის დრო <5წთ

მორიგეობის მდგომარეობიდან საბრძოლოში გადაყვანის დრო (მაგალითად ჩართული აპარატურით საცეცხლე პოზიციის შეცვლისას) < 20წმ

გათვლა 4 კაცი




დამტენ-გამშვები დანადგარი   9A39

დანიშნულება: სათადარიგო რაკეტების (8 ერთეული) ტრანსპორტირება, საიდანაც 4 ცალი განლაგებულია გამშვებ რელსებზე და მზად არის, საცეცხლე დანადგარიდან მიღებული მიზანჩვენების საფუძველზე, ცეცხლის გასახსნელად. დარჩენილი 4 რაკეტა კი უძრავ სამაგრებზე არის დამაგრებული და გამოიყენება (როგორც დამტენ-გამშვების, ასევე თვითმავალი საცეცხლე დანადგარის მიერ) გასროლილი რაკეტების შესაცვლელად.

თვითმავალი საცეცხლე დანადგარის რაკეტებით დატენვის დრო შეადგენს 12 წთ-ს

გათვლა 3 კაცი



რაკეტა 9M38
მართვის ტიპი: კომბინირებული >>> საწყის ეტაპზე ინერციული (რადიოკორექციის შესაძლებლობით), ფრენის მეორე ფაზაში - თვითდამიზნებადი (ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური თავაკის საშუალებით)

რაკეტა უზრუნველყოფდა 3,5-32კმ-ით დაშორებული და 25მ...18-20კმ სიმაღლეზე მფრენი საფრენი აპარატების დაზიანებას, რისთვისაც იყენებდა 70კგ მასის საბრძოლო ქობინს, რომლის დანიშნულების ადგილამდე "მიტანა"-ს 15წმ-ის განმავლობაში მომუშავე ორ-რეჟიმიანი მყარსაწვავიანი ძრავი უზრუნველყოფდა = მაქს სიჩქარე 1000მ/წმ.



მუშაობის სქემა

წრიული სკანირების სამიზნის აღმოჩენის რადარის მიერ მოწინააღმდეგის საფრენი აპარატის დაფიქსირების შემდეგ ინფორმაცია გადაეცემა ბატარეის მართვის პუნქტს, რომელიც ახდენს მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და მიზანჩვენების განაწილებას თვითმავალ საცეცხლე დანადგარებზე.

მიღებული მიზანჩვენების საფუძველზე თვითმავალი საცეცხლე დანადგარი ახდენს სამიზნის ძებნას და გაცილებაზე აყვანას.

მას შემდეგ რაც სამიზნე შევა საცეცხლე ზონაში, ხდება რაკეტის გაშვება.

უწყვეტი გამოსხივების რეჟიმში მომუშავე რადიოლოკატორის განთავსებამ რაკეტის მგრძნობიარე თვითდამიზნებადი თავაკის სიახლოვეს გადაულახავ პრობლემად აქცია თავაკის მიერ რაკეტის გაშვებამდე სამიზნის ჩაჭერის რეჟიმის შენარჩუნება, როგორც ეს Куб-ზე იყო ორგანიზებული.

ამიტომ გადაწყდა, რაკეტის თავაკს სამიზნის ჩაჭერა უკვე ფრენის პერიოდში, რაკეტის გაშვებიდან ე.წ "ფსევდოკინემატიკური" ფაზის (ავტონომიური რეჟიმში ფრენის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც რაკეტის მართვა ხდება გამარტივებული ინერციული ნავიგაციის მეთოდით) გასვლის შემდეგ განეხორციელებინათ.

ფრენის მეორე ფაზაში რაკეტის თვითდამიზნების თავაკი ახდენს სამიზნიდან არეკლილი რადიოსხივის ჩაჭერას და საბორტე კომპიუტების მეშვეობით შესაბამისი ბრძანებების გამომუშავების ხარჯზე რაკეტის მართვას.

სამიზნემდე 17მ-ის მანძილზე რადიოამფეთქის საშუალებით ხდება საბრძოლო ქობინის ინიცირება და სამიზნის დაზიანება.



მოდერნიზაცია
კომპლექსის შექმნისთანავე დაიწყო მუშაობა მის გაუმჯობესებულ ვარიანტებზე, რაც გამოიხატებოდა, როგორც ცალკეული შემადგენელი სისტემების მახასიათებლების ამაღლებაში, ასევე ახალი ელემეტების დანერგვაში. 

Бук-М1 და Бук-М1-2-ის ჩათვლით სისტემის შემადგენელი ნაწილები იგივე დარჩა, თუმცა კი გაფართოვდა სამიზნეთა არეალი. ამ უკანასკნელში გამოჩნდა ახალი უფრო თანამედროვე რაკეტა.

Бук-М2-ში დაემატა დაბალ სიმაღლეებზე მფრენი სამიზნეების დამზერისა და რაკეტების გამიზვნის რადიოლოკატორი, რომელმაც მკვეთრად გაზარდა სისტემის ტაქტიკური ეფექტურობა.


Бук-М1
მოდერნიზებული კომპლექსის შემადგენლობაში შედის:

  • წრიული სკანირების სამიზნის აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური 9C18M1
  •  მართვის პუნქტი 9C470M1 
  • თვითმავალი საცეცხლე დანადგარი 9A310M1
  • თვითმავალი დამტენ-გამშვები დანადგარი 9A39M1


სამიზნის აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური  9C18M1


სანტიმეტრულ დიაპაზონში მოქმედი სამკოორდინატიანი ფაზირებულცხაურიანი რადიოლოკატორის დანიშნულება – საჰაერო სამიზნის აღმოჩენა, იდენტიფიცირება და ინფორმაციის გადაცემა მართვის პუნქტზე


სამიზნის აღმოჩენა:

-         12 ეფექტური ამრეკლი ზედაპირის მქონე სამიზნის აღმოჩენა 0,5 ალბათობით შესაძლებელია მაქსიმუმ 100კმ მანძილზე;

-         სამიზნის აღმოჩენის თეორიული მაქსიმუმი 160 კმ (აპარატურის მაქსიმუმი);

-         მაქსიმალური სიმაღლე 25 კმ;

-         მინიმალური მანძილი 8 კმ;

-         ანტენის ბრუნვის ტემპი 4,5…20 წმ.



რადიოლოკატორში რეალიზებულია როგორც საფრენის აპარატების აღმოსაჩენად განსაზღვრული წრიული სკანირების რეჟიმი ("რეგულარული"), ასევე რაკეტსაწინააღმდეგო რეჟიმი ("სექტორული").




მართვის პუნქტი 9C470M1



დანიშნულება – БУК М1ის დივიზიონის მოქმედების ავტომატიზირებული მართვა.

ინფორმაციის მიღება ხდეა სამიზნის აღმოჩენის სადგურიდან და თვითმავალი საცეცხლე დანადგარიდან. მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ხდება სამიზნის ფრენის მიმართულების გაანგარიშება შემდგომი გაცილებით (მაქს 15 ტრასა).

კავშირის მაქსიმალური დასაშვები მანძილი:

-         თვითმავალ საცეცხლე დანადგართან 5 კმ–მდე;

-         ზემდგომ (მოტომსროლელი ან/და სატანკო დივიზიის) მართვის პუნქტთან რადიოკავშირის მეშვეობით 20კმ





მართვის პუნქტი 9C470M1-ის ოპერატორების სამუშაო ადგილი






მართვის პუნქტის ოპერატორები







თვითმავალი საცეცხლე დანადგარი 9A310M1



დანიშნულება – საჰაერო სამიზნის აღმოჩენა, იდენტიფიცირება, გაცილებაზე აყვანა და რაკეტის თვითდამიზნებადი თავაკისათვის მიზანჩვენების მიცემა. მიზანჩვენება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც უშუალოდ თვითმავალი საცეცხლე დანადგარის შემადგენლობაში შემავალი რაკეტებისთვის, ასევე დამტენ–გამშვებ დანადგარზე განთავსებული რაკეტებისთვისაც.

ტტმ: (გამოსხივების კვაზიუწყვეტ რეჟიმში)
  • აღმოჩენის მანძილი  90(65) კმ;
  • გაცილების მანძილი 75(55) კმ;
  • სკანირების ზონა: აზიმუტი 120 0 ; დამზერის კუთხე 60;
  • ფართო ზონაში სკანირების დრო: 4 წმ;
  • ვიწრო ზონაში სკანირების ზონა: აზიმუტი 100; დამზერის კუთხე 60
  • ვიწრო ზონაში სკანირების დრო 1 წმ;
  • კავშირის მაქსიმალური დასაშვები მანძილი მართვის პუნქტთან 5 კმ–მდე, დამტენ–გამშვებ დანადგართან 500 .
  • გადაადგილების საშუალო სიჩქარე 35-45 კმ/სთ;

მუშაობის რეჟიმები:

1.      მორიგეობის რეჟიმი:

-         №1 სამიზნის აღმოჩენის და დამზერის აპარატურის გარდა ყველაფერი ჩართულია

-         №2 რადიოკავშირის გარდა ყველაფერი ჩართულია. 

2.საბრძოლო რეჟიმები:

-         აღმოჩენა (სამიზნის ძებნა);

-         რეჟიმი "სამიზნე" (სამიზნის ჩაჭერა და გაყოლებაზე აყვანა);

-         რეჟიმი "ცეცხლი" (სამიზნის აღმოჩენა და ცეცხლის გახსნა).


თვითმავალი საცეცხლე დანადგარი უზრუნველყოფს:
  • 100მ სიმაღლეზე მფრენი სამიზნის აღმოჩენას 35კმ მანძილზე
  • >3 000მ სიმაღლეზე მფრენი სამიზნის აღმოჩენას 90კმ მანძილზე
  • 90% ალბათობით სამიზნის ჩაჭერის მანძილი = (0.6-0.7)*სამიზნის აღმოჩენის მანძილი
  • შემხვედრ კურსზე 830მ/წმ სიჩქარით მფრენი სამიზნის გაცილებაზე აყვანა
  • დამწევ კურსზე 380მ/წმ სიჩქარით მფრენი სამიზნის გაცილებაზე აყვანა
საცეცხლე დანადგარის სხვა ტენიკური მახასიათებლები:
  • რადიოსხივის დიაგრამის სიგანე 1,2°;
  • სივრცის სკანირების გადამცემის მიერ გამოსხივებული რადიოტალღის სიგრძე ~ 3,5სმ;
  • სამიზნის დამზერის გადამცემის მიერ გამოსხივებული რადიოტალღის სიგრძე ~ 4სმ;
  • 9C35M1 რადიოლოკატორი შედგება:
    • სივრცის სკანირების გადამცემი - 8 განსხვავებული სიხშირის ლიტერით;
    • რაკეტის გასამიზნად უწყვეტ რეჟიმში დამზერის გადამცემი - 64 განსხვავებული სიხშირის ლიტერით.






თვითმავალი საცეცხლე დანადგარის სამიზნის აღმოჩენის, გაცილების და დამზერის რადიოლოკატორ 9C35-ის გრაფიკული გამოსახულება





თვითმავალი საცეცხლე დანადგარის ოპერატორების სამუშაო ადგილი








თვითმავალი დამტენ-გამშვები დანადგარი 9A39M1


დანიშნულება:


  1. თვითმავალი საცეცხლე დანადგარისთვის სათადარიგო რაკეტების ტრანსპორტირება
  2. თვითმავალი საცეცხლე დანადგარის მიზანჩვენების საფუძველზე ცეცხლის წარმოება

მახასიათებლები:

-         8 რაკეტა;

-         თვითმავალი საცეცხლე დანადგარის გადატენის დრო 13 წთ (4 რაკეტა);

-         თვითდატენვის დრო 15 წთ (8 რაკეტა)



საზენიტო მართვადი რაკეტა 9M38M1







მიეკუთვნება ნახევრად–აქტიური მეთოდით თვითდამიზნებად მყარსაწვავიან რაკეტების კლასს და გამოიყენება საჰაერო სამიზნის დასაზიანებლად.



-         საშუალო სიჩქარე 800…850 /წმ;

-         სასტარტო მასა 690 კგ;

-         საბრძოლო ნაწილის მასა 76 კგ;

-         დამაზიანებელი ნამსხვრევების რაოდენობა 7 600;

-         ძრავის მოქმედების დრო 20 წმ;

-         მაქსიმალური დასაშვები გადატვირთვა 19g;



თეთრი ფერის რადიოგამტარი გარსაცმის ქვეშ მოთავსებულია ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური თვითდამიზნების თავაკი










ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური თვითდამიზნების თავაკი 9Э350





საზენიტოსარაკეტო კომპლექსის მუშაობის რეჟიმები:

1.      ცენტრალიზებული მართვის რეჟიმი, როდესაც სამიზნის აღმოჩენის სადგური ახდენს სივრცის სკანირებას. მართვის პუნქტი მიღებული ინფორმაციის საუძელზე ახდენს სამიზნეების განაწილებას თვითმავალი საცეცხლე დანადგარებს შორ. თვითმავალი საცეცხლე დანადგარი მიღებული სამიზნის კოორდინატების საფუძველზე ახდენს ძებნას, იდენტიფიცირებას და სამიზნის გაცილებაზე აყვანას. ხდება რაკეტის გამიზვნა და ცეცხლის გახსნა.

2.      ავტონომიური რეჟიმი, როდესაც თითოეულ თვითმავალ საცეცხლე დანადგარს განესაზღვრება პასუხისმგებლობის სექტორი, რომლის ფარგლებშიც ხდება სამიზნის ძებნა და შემდგომი მუშაობა. დუეტში მუშაობის რეჟიმები:

-         ტრიანგულაციის რეჟიმი როდესაც ხარვეზების გამო შეუძლებელია სამიზნემდე მანძილის განსაზღვრა;

-         გამოსხივების მოციმცირე რეჟიმირადარსაწინააღმდეგო რაკეტებისაგან თავდაცვისათვის

3.   დასხივების გადამცემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშ გამოიყენებოდა სხვა თვითმავალი საცეცხლე დანადგარის მიერ გამიზვნის რეჟიმი



 



Бук-М1-2
შუალედური მოდელია Бук-М1-სა და Бук-М2-ს შორის. მთავარი გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი არის გამოყენებული რაკეტების ახალი ტიპი 9M317, რომელსაც წინამორბედთან ვიზუალურად განასხვავებს გაცილებით ნაკლები სიგრძის ფრთასხმულობა.

რაკეტა 9M317



Бук-М2


ძირითადი განსხვავება Бук-М1-2-თან მიმართებაში:

  • თვითმავალი საცეცხლე დანადგარის შემადგენლობაში სამიზნის დამზერის და რაკეტების გამიზვნის რადიოლოკატორ 9C35-ის ნაცვლად, გამოყენებულია იმავე დანიშნულების პასიურ ფაზირებულცხაურიანი რადიოლოკატორი 9C36, რომელიც წინა ვერსიისგან განსხვავებით უზრუნველყოფს ერთდროულად ოთხ სამიზნეზე რაკეტების გამიზვნას
  • ბატარეის შემადგენლობაში დამატებულია დაბალ სიმაღლეებზე მფრენი სამიზნეების დამზერისა და რაკეტების გამიზვნის რადიოლოკატორი, რომლის შემადგენლობაშიც ზემოხსენებული 9C36-ია 



Бук-М2Э-ს შემადგენლობაში შემავალი თვითმავალი საცეცხლე დანადგარი 9A317Э მუხლუხებიან შასიზე 






Бук-М2Э-ს შემადგენლობაში შემავალი თვითმავალი საცეცხლე დანადგარი 9A317Э ბორბლებიან შასიზე






სამიზნეების დამზერისა და რაკეტების გამიზვნის რადიოლოკატორ 9C36-ის გრაფიკული გამოსახულება




 9C36 სალაშქრო მდგომარეობაში 

 9C36 საბრძოლო მდგომარეობაში




  9C36 რადიოლოკატორის პასიური ფაზირებულცხაურიანი ანტენა 






ძირითადი მახასიათებლები





მულტიმედია









No comments:

Post a Comment