Thursday, September 26, 2013

ფრანგული RAPIDFIRE

ფრანგულმა THALES-მა 2012 წლის EUROSATORY-სა და ერთი წლის შემდეგ უკვე პარიზის ავიაშოუზე RAPIDFIRE-ის სახით ჰსთ-ის საინტერესო ნიმუში წარმოადგინა


კომპლექსის შემადგენლობაში შედის:

  1. სამიზნის აღმოჩენის მოდული CONTROLMaster 60
  2. ცეცხლის მართვის მოდული CONTROLView 
  3. საცეცხლე დანადგარი



სამიზნის აღმოჩენის მოდული CONTROLMaster 60

დანიშნულება: საჰაერო სამიზნის აღმოჩენა, კლასიფიკაცია და იდენტიფიცირება როგორც სტატიკურ მდგომარეობაში, ასევე მოძრაობისას.

დაფუძნებულია სამგანზომილებიანი GM-60 რადიოლოკაციურ სისტემაზე.



ძირითადი მახასიათებლები:
სამიზნის დამზერის კუთხე 70 გრადუსი
წუთში 40 ბრუნი
სამიზნის აღმოჩენის მაქსიმალური მანძლი 80კმ
სამიზნის აღმოჩენის მაქსიმალური სიმაღლე 15კმ
ერთდროულად შუეძლია 200 სამიზნის აღმოჩენა 
სამიზნის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 1 200მ/წმ
ოპერატორების რაოდენობა 2 ადამიანი




ცეცხლის მართვის მოდული CONTROLView

ოპერატორების სამუშაო ადგილები

დანიშნულებაა საცეცხლე დანადგარების (მაქს 6 ერთეულის) მართვა ზემდგომი მართვის პუნქტებიდან ანდა სამიზნის აღმოჩენის მოდულიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. 



მობილური საცეცხლე დანადგარი 

საცეცხლე დანადგარი აღჭურვილია CT40 ტიპის 40მმ-იანი ავტომატური ქვემეხითა და დამიზნების ოპტიკური საშუალებებით. ეს უკანასკნელი თავის მხრივ მოიცავს ორ სიბრტყეში სტაბილიზაციის მქონე დღის ოპტიკას, ინფრაწითელ დიაპაზონში მოქმედ ვიზირს, ლაზერულ მანძილმზომსა და ლაზერული სხივით მართვადი რაკეტებისათვის გამოსხივების საშუალებებს. 

საცეცხლე დანადგარს თავდაცვითი ცეცხლის წარმოება მიწისზედა სამიზნეების წინააღმდეგ შეუძლია მოძრაობის დროსაც. 

საჰაერო სამიზნის წინააღმდეგ ცეცხლის გასახსნელად საჭიროა შეჩერება, ცეცხლის მართვის მოდულთან კავშირის დამყარება და მიზანჩვენების მიღება (აღნიშნული გაჩერებიდან 1 წთ-ს განმავლობაში ხდება). მიღებული ინფორმაციის შემდეგ 4,5 წმ-ში საცეცხლე დანადგარი მზად არის ცეცხლის გასახსნელად.

საცეცხლე დანადგარი სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია აღჭურვილ იქნას ლაზერული დამიზნების მქონე 6 ერთეული STARSTREAK ტიპის რაკეტებით.

საჰაერო სამიზნეების დაზიანების მაქსიმალური მანძილი 4 000 მეტრი
მიწისზედა სამიზნეების დაზიანების მაქსიმალური მანძილი 2 500 მეტრი
სწრაფსროლა 200 გასროლა/წთ
ინფრაწითელი კამერით საჰაერო სამიზნის აღმოჩენის მანძილი 12კმ

საცეცხლე დანადგარი შიგნიდან

საჰაერო სამიზნის წინააღმდეგ გამოყენებული ჭურვი დროითი ამფეთქით (Proximity Fuze)
>200 ერთეული 3,3 გრამიანი ვოლფრამის დამაზიანებელი ელემენტებით


დატენვის სქემატური გამოსახულება




ვიდეო პრეზენტაცია











2 comments:

  1. ახალი სახის ჭურვებია როგორც ვხედავ. ტელესკოპური მოქმედების.
    საინტერესოა ჭურვის სამიზნესთან დეტონაცია რა პრინციპით ხდება?

    ReplyDelete
    Replies
    1. დროითი ამფეთქი აქვს ე.წ Time fuze >>> ჭურვების პროგრამირება ხდება, რომ გარკვეული მანძილის გაფრენის შემდეგ მოხდეს ასაფეთქებელი ნივთიერების ინიცირება

      Delete