ჟურნალ არსენალის 2012 წლის #22 (169) ნომერში გამოქვეყნდა საჯარისო ჰაერსაწინაღო თავდაცვის შეიარაღებისა და სისტემების სპეციალისტის, პოლკოვნიკ თამაზ მსხალაიას სტატია, სადაც ბ-ნი პოლკოვნიკი წერს: "როცა მის (ОСА-AKM ავტ.) შეძენაზე მიდიოდა ლაპარაკი სამინისტროში, ჩვენ ვურჩევდით, უკრაინული, უფრო მოდერნიზებული კომპლექსი ტორი ან თუნდაც ტუნგუსკა ეყიდათ, მაგრამ არჩევანი მაინც ოსაზე შეჩერდა".
გთავაზობთ ინტერნეტ-სივრცეში უკრაინის თავდაცვის
სამინისტროს 2011 წლით დათარიღებული დოკუმენტიდან ამონარიდს გასაყიდი მეორადი იარაღის და აღჭურვილობის შესახებ.
საიდანაც
ირკვევა, რომ უკრაინის ხელთ არსებული 25 ერთეული 9A330 Тор-იდან მხოლოდ 2 ერთეული
იყო მეორე კატეგორიის (შეესაბამებოდა მწარმოებლის მიერ სისტემაში ჩადებულ ტტმ-ს; შეიძლებოდა
დანიშნულებისამებრ გამოყენება; გავლილი ჰქონდა გარკვეული სახის რემონტი), ხოლო
დანარჩენი 23 ერთეული იყო მეოთხე კატეგორიის (ანუ სჭირდებოდა კაპიტალური რემონტი),
რასაც უკრაინა ვერ უზრუნველყოფს არასაკმარისი საწარმოო-ინტელექტუალური ბაზის
გამო (წინააღმდეგ შემთხვევაში გაარემონტებდნენ და უფრო სარფიანად გაყიდიდნენ).
ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ოსას შეძენაზე გადაწყვეტილების მიღების პერიოდისათვის (2006-2007 წლებში), უკრაინის ხელთ არსებული ტორების მდგომარეობა ცოტა უკეთესი იქნებოდა, ვიდრე 2011-ში. მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ უკრაინას არ შეეძლო გაყიდვის შემდგომი მომსახურების გაწევა მარაგ ნაწილების და სარემონტო ბაზის არარსებობის გამო.
უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია Тор-ის ყველაზე პირველ ვერსიაზე 9K330-ზე, რომელსაც გაცილებით შეზღუდული საბრძოლო შესაძლებლობები აქვს 9К331 Тор-M1-თან შედარებით, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე Тор-M2-ზე.
9К331
Тор-M1 1991 წლიდან იწარმოება და რუსეთს უკრაინისთვის არასოდეს მიუწოდებია.
No comments:
Post a Comment