Wednesday, September 18, 2013

სინგაპური SAMP/T-ს ყიდულობს

როგორც სინგაპურის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, მისი ქვეყანა ეშელონირებული მესამე თაობის ჰსთ-ის სისტემის ჩამოყალიბების ფარგლებში გეგმავს ფრანგულ-იტალიური SAMP/T-ს შეიძინოს, რომელსაც მისივე სიტყვებით, გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს ვიდრე შეიარაღებაში არსებულ ამერიკულ I-HAWK, რომლის ჩანაცვლებაც არის დაგეგმილი. 



მინისტრის სიტყვებით, აღნიშნული პროექტების განხორციელება შესაძლებელი გახდა წლების განმავლობაში განხორციელებული მიზანმიმართული პოლიტიკის გატარების და შესაბამისი ინვესტიციების ჩადების შედეგად. (ეს იმათ გასაგონად, ვისაც ხელის ერთი მოსმით სურთ ჰსთ-ის აწყობა - ავტ)

გარდა ამისა აპირებენ არსებული F-16-ების მოდერნიზაციას და თუ გავითვალისწინებთ, რომ ასევე გააჩნიათ F-15SG გამანადგურებლები და საჰაერო ბაზირების ადრეული აღმოჩენის და კონტროლის სისტემა GULFSTREAM-550, აღნიშნული ეშელონირებული სისტემა უკვე კონკრეტულ კონტურებს იძენს.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე სინგაპურმა SPYDER-MR-იც შეიძინა, რომლებმა RAPIER ჩაანაცვლეს.




No comments:

Post a Comment