Friday, February 8, 2013

როდის გამოჩნდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში "Витязь"?

2010 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 2013 წელს რუსეთს შეიარაღებაში უნდა მიეღო ჰსთ-ის ახალი სისტემა  50Р6 «Витязь». 


თუმცა რომელ შეიარაღებაზე მიღებაზეა საუბარი, როდესაც სისტემის პირველი საგამოცდო სროლები მხოლოდ ა/წ შემოდგომაზეა დანიშნული.

აღნიშნული სროლების და სხვა საპოლიგონო ტესტირების შედეგად, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება სახელმწიფო გამოცდების ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი შეიარაღებაში მიღების შესახებ.

ჩანაფიქრის მიხედვით აღნიშნულ სისტემას საქვეყნოდ ცნობილი С-300 უნდა შეცვალოს და უკეთესი რადიოელექტრონული აპარატურისა და გაზრდილი მახასიათებლების ხარჯზე უნდა უზრუნველყო უკეთესი დაცვა საჰაერო სამიზნეებისგან.

ახალ სისტემას მოთხოვნებში გაწერილი აქვს, რომ უნდა შეძლოს სახმელეთო ჯარების და სტრატეგიული ობიექტების დაცვა 40-120კმ-ის ზღუდეზე, რასაც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტიპის რაკეტები (9М100 და 9М96 შესაბამისად).

მაგრამ სწორედ აქედან იწყება პრობლემები

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ რაკეტებზე მუშაობა ჯერ კიდევ 2000 წლების შუაგულიდან დაიწყო, ჯერ არც ერთი (!) წარმატებული სროლები არ განხორციელებულა. არადა აღნიშნულ რაკეტებს «Витязь»-ის გარდა "ელოდებიან" С-400 «Триумф» და საზღვაო ბაზირების ჰსთ-ის კომპლექსი «Редут».

2011 წელს ორივე კომპლექსიდან სცადეს რაკეტების გაშვება, მაგრამ ორივე შემთხვევაში სამიზნეთა დაზიანება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ რაკეტების თვითდამიზნების თავაკმა დაკარგა სამიზნე.


2012 წლის განმავლობაში კონცერნი «Алмаз-Антей» ცდილობდა "ჭკუაზე მოეყვანა" რაკეტების თვითდამიზნების თავაკები და საკუთარ სასტენდო გამოცდებს ატარება.





ასევე იხილეთ: http://militaryrussia.ru/blog/topic-633.html

No comments:

Post a Comment