Friday, June 29, 2012

19Ж6 (СТ-68У) მოკლე მიმოხილვა


ვფიქრობ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს საჰაერო სივრცის მონიტორინგის ერთ-ერთი კომპლექსის 19Ж6 (СТ-68У) გაცნობა, რომლისგანაც სათავეს იღებს დღეისათვის ჩვენს შეიარაღებულ ძალებში არსებული СТ-68УM/36Д6.


70-იან წლებში საბჭოთა კავშირში იაუზის რადიოტექტნიკურ ინსტიტუტში (ახლანდელი  ВНИИРТ) დაიწყო მუშაობა თემაზე "მძლავრი ხარვეზები ფონზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი საფრენი აპარატების აღმომჩენი სამკოორდინატიანი მობილური რადიოლოკატორი (ინდექსი CT-68)

მუშაობის შედეგად წარმოდგენილ იქნა სანტიმეტრულ დიაპაზონში მომუშავე რადიოლოკატორი, რომელშიც პირველად საბჭოეთის ისტორიაში გამოყენებულ იქნა ფაზირებულცხაურიანი ანტენა


თუმცა აღნიშნულ რადიოლოკატორს არ ეწერა დიდი დღე, ვინაიდან იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ რადიოლოკატორის წარმოების და მომსახურების ხარჯები სცდებოდა დადგენილ ჩარჩოებს

ამიტომ 1975 წლისათვის უკრაინულმა საკონსტრუქტურო ბიურო "Искра"- საკუთარი ინიციატივით დაიწყო ზემოხსენებული მოდელის გამარტივებულ ვარიანტზე მუშაობა და მალე ხელმძღვანელობას წარუდგინა СТ-68У (У - упрощенная), რომელსაც მართალია გაცილებით უარესი მახასიათებლები ჰქონდა ხარვეზების ფონზე მუშაობისას, მაგრამ სამაგიეროდ გაცილებით იაფი იყო.

3-განზომილებიანი რადიოლოკაციური სადგური 19Ж6 (СТ-68У)
საბრძოლო მორიგეობის მობილური სამოკოორდინატიანი სანტიმეტრული დიაპაზონის რადიოლოკატორი 19Ж6-ის დანიშნულებაა საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა, კლასიფიკაცია და გაცილებაზე აყვანა.

სადგურს შეუძლია უზრუნველყოს:
  • სამიზნის აზიმუტის, მანძილის და სიმაღლის (ან დამზერის კუთხის) განსაზღვრა,
  • აქტიური ხარვეზების დამდგმელი საჰაერო აპარატების პელენგაცია აზიმუტისა და დამზერის კუთხის მიხედვით
  • სამიზნის სახელმწიფოებრივი კუთვნილების განსაზღვრა


1.2. რადიოლოკაციური სადგურის შემადგენლობა
  • ნახევრადმისაბმელი 6УФ რადიოლოკაციური აპარატურით, საჰაერო სივრცის მდგომარეობის ამსახველი ინდიკატორებითა და სახელმწიფოებრივი კუთვნილების ამომცნობი სისტემის აპარატურით
  • მისაბმელი 6БП ელექტროსადგურით 99X6; 
  • წრიული დაზვერვის დისტანციური ინდიკატორი 6УФ-01; 
  • სამიზნეების და ხარვეზების იმიტატორი УЦ10


 წითელუბნის ინციდენტის დროს, როგორც ჩანს, სწორედ ეს იმიტატორი (უფრო სწორად იმიტატორის პროგრამული უზრუნველყოფა,  ვინაიდან ჩვენს შეიარაღებაში არსებული 36Д6-М მოდელში ზემოხსენებული იმიტატორის კარადის ნაცვლად პროგრამული უზრუნველყოფა არის გამოყენებული, რომელიც უშუალოდ ოპერატორების სამუშაო ადგილზე არის ჩატვირთული) არ ჰქონდა ჩვენს სადგურს, რის გამოც დასავლეთელმა დამკვირვებლებმა სრულიად სარწმუნოდ მიიჩნიეს, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული მასალები სამიზნის აღმოჩენაზე და რაკეტის გაშვებაზე რეალისტური იყო

წყარო

წრიული დაზვერვის დისტანციური ინდიკატორის გატანა (კაბელების საშუალებით) შესაძლებელი რაიდოლოკატორიდან 300-ის მანძილზე

წინაპლანზე ნახევრადმისაბმელის 6УФ  ბუქსირება დაშვებული ანტენით
უკანა პლანზე ელექტროსადგურიანი მისაბმელი 



რადიოლოკატორის მიერ საჰაერო სივრცის სკანირება ხორციელდება:
  • ანტენის მექანიკური შემოტრიალებით 360 გრადუსზე
  • დამზერის კუთხე რადიოსხივის სიხშირის ცვლილებასთან ერთად იცვლება ანუ რადიოსხივის თითოეულ პარციალს გააჩნია კონკრეტული ფიქსირებული სიხშირე და სივრცეში გავრცელების მიმართულება


რადიოლოკატორში გამოყენებულია დამზერის კუთხის მიხედვით სივრცის სკანირების 4 რეჟიმი

პირველ რეჟიმში სივრცის სკანირება ხდება 4 რადიოსხივის (პარციალის) მეშვეობით, პირობითად fn1 ; fn3 ; fn5 ; fn7 სიხშირეებზე

პირველი რეჟიმში პარციალების გავრცელების გრაფიკული გამოსახულება


როგორც გრაფიკიდან ჩანს, დამზერის კუთხის ქვედა ზღვარი შეადგენს მინუს 20'-, ხოლო ზედა ზღვარი 6 გრადუსი.

აღნიშნული რეჟიმი წარმოადგენს მორიგე რეჟიმს და გამოიყენება დაბალ სიმღლეზე მფრენი სამიზნეების აღმოსაჩენად 


მეორე რეჟიმში სივრცის სკანირება ხდება  2 ნაწილად:
ანტენის პირველ შემობრუნებაზე რადიოლოკატორი ასხი-ვებს fn1 და fn3 სიხშირის პარციალებს და დამზერის კუთხე შეადგენს მინუს 20' - 3°; მეორე შემობრუნებაზე უკვე fn5 და fn7 სიხშირის პარციალების გამოსხივება ხდება და დამზერის კუთხე 3°-6°-ია.




მეორე რეჟიმი გამოიყენება:
  • მძლავრი ხარვეზებიანი ფონის პირობებში დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების აღმოსაჩენად და გაცილებაზე ასაყვანად,
  • რადარსაწინააღმდეგო რაკეტებისაგან თავდასაცავად




მესამე რეჟიმშიც სივრცის სკანირება ასევე 2 ეტაპად არის გაყოფილი  
ანტენის პირველ შემობრუნებაზე რადიოლოკატორი ქვედა ზონა-ში ასხივებს  fn1 ; fn3 ; fn5 ; fn7 სიხშირის პარციალებს და დამზერის კუთხე შეადგენს მინუს 20' - 6°; მეორე შემობრუნებაზე იგივე  პარციალების გამოსხივება ხდება უკვე ზედა ზონაში და დამზერის კუთხე 6°-30°-ია.





მესამე რეჟიმი გამოიყენება დაბალ და საშუალო სიმაღლე მფრენი სამიზნეების აღმოსაჩენად, ასევე სამიზნის გაცილებისას მკვდარი ზონის რადიუსის (R) შესამცირებლად.

მეოთხე რეჟიმში სივრცის სკანირება ხდება მხოლოდ ორი  fn1 და fn3 რადიოსხივით, დამზერის კუთხე შესაბამისად მინუს 20' - 3°.
აღნიშნული რეჟიმი გამოიყენება დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების წინააღმდეგ მოწინააღმდეგის მიერ აქტიური ხარვეზების ინტენსიურად გამოყენების პირობებში



ანტენის შემობრუნება აზიმუტის მიხედვით ხორციელდება მექანიკურად ოპერატორის მიერ შერჩეული ბრუნის ტემპის მიხედვით (6 ან 12 ბრუნი/წთ-ში)



ჰორიზონტალურ კვეთაში რადიოსხივის სივრცეში გავრცელების დიაგრამის გრაფიკი 



რადიოლოკატორის სამიზნის აღმოჩენის ზონა არის სივრცის ის არეალი, რომელშიც სამიზნის აღმოჩენა ხორციელდება განსაზღვრული ალბათობით, ხოლო სამიზნის გაცილებაზე აყვანა ხდება განსაზღვრული სიზუსტით.

აღნიშნული ზონის ფორმა და ზონები დამოკიდებულია რადიოლოკატორის მუშაობის  რეჟიმზე, რადიოლოკატორის განლაგებაზე, სამიზნის ეფექტურ ამრეკლ ზედაპირზე და სხვა პარამატრებზე.

                                          19Ж6-ის სამიზნის აღმოჩენის ზონა




რადიოლოკატორის მარშიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადასაყვანად 5 კაციან საბრძოლო გათვლას სჭირდება მაქსიმუმ 1 საათი.

ასფალტირებულ გზაზე მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ.

რადიოლოკატორის მუშაობის საშუალო დრო პირველ შეფერხებამდე 100 სთ, შეფერხების ლიკვიდაციის საშუალო დრო 30 წთ.

რადიოლოკატორის ანტენის სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანის დრო 10 — 15 წთ
სამარშო მდგომარეობაში (ანტენა დაშვებულია) რადიოლოკატორის ზღვრული მდგრადობა ჰაერის მასების გადაადგილების მიმართ 50 /წმ-ია.

საბრძოლო გათვლა
საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად საჭირო გათვლა შედგება:
  • რადიოლოკაციური სადგურის უფროსი - ოფიცერი, რადიოინჟინერი
  • უფროსი ოპერატორი  — სერჟანტი;
  • ორი ოპერატორი;
  • ორი ელექტრომექანიკოსი.


რადიოლოკაციური სადგურის ძირითადი მახასიათებლები:
გამოსხივების იმპულსის მაქსიმალური სიმძლავრე — 360 კვტ
გამოსხივების საშუალო სიმძლავრე — 3 კვტ
რადიოლოკატორი უზრუნველყოფს ინფორმაციის დამუშავებას ერთდროულად 127 სამიზნის შესახებ, მათგან 32 ავტოგაცილების რეჟიმში (მათ შორის აქტიური ხარვეზების დამდგმელი სამიზნეების პელენგაცია).


უკრაინულმა "ისკრა"- გააგრძელა კომპლექსის მოდერნიზება, რის შედეგადაც გამოჩნდა რადიოლოკატორები ინდექსით СТ-68УM/36Д6 და 36Д6-Мაღნიშნულ მოდერნიზებულ ვარიანტებში სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად აღსანიშნავია ფაზების ფილტრების რაოდენობის გაორმაგება (8-დან 16-მდე) და მათი ამპლიტუდურ-ფაზური მახასიათებლების გაუმჯობესება, რის შედეგადაც მიაღწიეს:
  • სამიზნის აღმოჩენის ზონის გაზრდას
  • სამიზნის აღმოჩენის პარამეტრებში ცდომილების შემცირებას
  • ხარვეზების პირობებში სამიზნის აღმოჩენის პარამეტრების გაუმჯობესებას
  • აღმოჩენილი სამიზნის გაცილებაზე აყვანის პროცესის ინიცირების და უშუალოდ სამიზნის გაცილების პროცესის ავტომატიზაციას
  • მთაგორიან რელიეფზე მუშაობისას ცრუსამიზნეების რაოდენობის შემცირებას
  • აღმოჩენილი სამიზნის მოძრაობის ტრასების აგების ეფექტური ალგორითმების დანერგვას
  • ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სახელმწიფოებრივი კუთვნილების ამომცნობი სისტემის დანერგვას
  • როგორც გრაფიკიდან ჩანს, დამზერის კუთხის ქვედა ზღვარი შეადგენს მინუს 20'-, ხოლო ზედა ზღვარი 6 გრადუსი.


აღნიშნული რეჟიმი წარმოადგენს მორიგე რეჟიმს და გამოიყენება დაბალ სიმღლეზე მფრენი სამიზნეების აღმოსაჩენად 








Tuesday, June 26, 2012

უკრაინული თვითდამიზნების თავაკები გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისათვის

უკრაინული საკონსტრუქტორო ბიურო "არსენალი" დაინტერესებულ ქვეყნებს სთავაზობს მათ შეიარაღებაში არსებული მოძველებული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "Стрела-2М" და "Игла-1" მოდერნიზაციის პროექტებს.

პროექტი ითვალისწინებს ინფრაწითელ რეჟიმში მოქმედი თვითდამიზნების თავაკის (9Э418) შეცვლას უფრო თანამედროვე ვერსიებით (თვითდამიზნების ოპტიკური თავაკები "Стрела-2М"-თვის ინდექსით "36-45" და "Игла-1"-თვის ინდექსით "УА-424), რის შემდეგაც მოდერნიზებულ კომპლექსებს მიენიჭათ ინდექსი "Стрела-2ММ" და "Игла-1M" შესაბამისად

ახალი თვითდამიზნების თავაკები გარდა იმისა რომ უზრუნველყოფენ უფრო მეტ მედეგობას სითბური ხაფანგების მიმართ, ასევე ხელს უწყობენ:
      • "Стрела-2ММ"-თვის შემხვედრ კურსებზე სამიზნის დაზიანების შესაძლებლობას >>> აქამდე "Стрела-2М"-ს მხოლოდ დამწევ კურსზე შეეძლო საჰაერო სამიზნეებთან ეფექტური ბრძოლა
      • "Игла-1M"-თვის შემხვედრ კურსზე სამიზნის დაზიანების მაქსიმალური მანძილის ზრდას.

თვითდამიზნების ოპტიკური თავაკი УА-424


თვითდამიზნების ოპტიკური თავაკი И1-2000






"ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტებისთვისაც აქვთ უკრაინელებს თანამედროვე თვითდამიზნების თავაკები



ალჟირმა С-300ПМУ-2-ის 3 დივიზიონი იყიდა

ნიჟნი-ნოვგოროდის მანქანათმშენებელი ქარხნის 2011 წლის ანგარიშიდან ვკითხულობთ:
В 2011 году основная работа завода, в интересах экспорта, осуществлялась через ОАО «Концерн ПВО «Алмаз – Антей» по двум крупным договорам с «012» (ალჟირი) Инозаказчиком на поставку изделий и комплектующих для комплекса С-300ПМУ-2: по первому договору была произведена отгрузка 2-х дивизионов непосредственно Инозаказчику, а по второму договору – 1 дивизион на полигон в декабре 2011 года.

Sunday, June 24, 2012

მოიერიშე ავიაციის სამიზნეზე გაყვანის რადიოკავშირის ჩახშობისა და ხარვეზების დაყენების მიწისზედა მობილური კომპლექსი "ლიმანი"



ბოლო ხანებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ავიაციასთან ბრძოლის საკითხს, თუმცა ძირითადად აქცენტი კეთდება საჰაერო სამიზნის აღმოჩენასა და მის განადგურებაზე. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ არხების ჩახშობა/ბლოკირება, რომლებიც უზრუნველყოფენ ავიაციის სამიზნეზე ზუსტ გაყვანას.

თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო უკრაინული წარმოების მოიერიშე ავიაციის სამიზნეზე გაყვანის რადიოკავშირის ჩახშობისა და ხარვეზების დაყენების მიწისზედა მობილურ კომპლექს "ლიმან"-ზე.

კომპლექსის დანიშნულებაა საჯარისო ნაწილებისა და მიწისზედა ობიექტების დაცვა  საჰაერო იერიშებისგან, მოწინააღმდეგის ავიაციის სამიზნეზე გაყვანის არხების ბლოკირება/ჩახშობის გზით 225–400 და 960–1215 მჰც სიხშირულ დიაპაზონში.


Friday, June 15, 2012

ვითომ ყინულმა ლღობა დაიწყო?


Joint Statement Following the U.S.-Georgia Strategic Partnership Commission Meeting in Batumi, Georgia



We discussed options to help Georgia develop its air surveillance and air defense and coastal surveillance capabilities as well as defensive combat engineer capabilities, improve leadership and training skills of its non-commissioned officers, advance the command and control abilities of its brigade headquarters, and prepare to upgrade its utility helicopter fleet.


http://www.state.gov/r/pa/prs/ps/2012/06/192396.htm


კარგია, რომ ამერიკული მხარე უკვე ღიად აცხადებს კონსულტაციების დაწყებას  საჰაერო სივრცის მონიტორინგისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების განვითარების საქმეში შტატების დახმარების საჭიროების შესახებ.